ქუთაისის ოპერაში უფასო კონცერტზე დასასწრებად ორი ადამიანი მივიდა
თარიღი : 28-04-2016, 11:05 | კატეგორია: სხვადასხვა

ქუთაისის ოპერის თეატრში პოლონეთის კაპელის კონცერტი ცარიელ დარბაზში ჩატარდა,-მის შესახებ ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის წარმომადგენელი ილიკო ნაცვალაძე წერს.
"ვისხედით მხოლოდ 2 ადამიანი და თეატრის ადმინისტრაციის 14 თანამშრომელი. იჯარის თანხა კონცერტისთვის ქუთაისის მერიამ გადაიხადა. კულტურის განყოფილების უფროსმა ხალხის მოყვანა ჩემი მოვალეობა არააო. აი, მაინტერესებს რა საჭიროა, რა ფუნქციები აქვს კულტურის განყოფილებას და კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებას? არა მგონია ასეთი მკვდარი იყოს ქალაქი 50 კაცი მაინც ვერ შეიკრიბოს კონცერტზე დასასწრებად. P.S დასწრება უფასო იყო," - წერს ნაცვალაძე.