Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გუბაზ სანიკიძის ბიუროს ყოფილმა უფროსმა სასამართლო დავა წააგო

თარიღი : 27-04-2016, 20:46 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის გუბაზ სანიკიძის ბიუროს ყოფილმა უფროსმა ამირან ვაშაკიძემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო დავა წააგო. ვაშაკიძე სასამართლოს ქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული მშენებლობის იმ ნებართვის გაუქმებას სთხოვდა, რომელიც შმიდტის ქუჩაზე, 78 ნომერში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს.

ვაშაკიძე აცხადებდა, რომ საცხოვრებელი კორპუსი მას ზიანს აყენებდა. კერძოდ, მისი თქმით, მშენებლობამ მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლის საბაზრო ღირებულების დაცემა გამოიწვია.

სასამართლო სხდომაზე ვაშაკიძის მოპასუხე მხარეს ქალაქის მერიის იურისტი ეკა გრიგოლაშვილი, "ამხანაგობა 1"-ის თავმჯდომარე გელა თოფურია და "ამხანაგობა 2"-ის თავმჯდომარე ლილე ტუკვაძე წარმოადგენდნენ.

ეკა გრიგოლაშვილის თქმით, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა უკვე დასრულებულია. შენობაში შეყვანილია ყველა კომუნიკაცია და ის ექსპლოატაციაში მომავალი თვიდან უნდა შევიდეს.

"ვთვლი, რომ ამირან ვაშაკიძის სარჩელი მისი უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არავითარი მტკიცებულება, რაც ადასტურებს, რომ 6-სართულიანმა კორპუსმა მას ზიანი მიაყენა," - განაცხადა ეკა გრიგოლაშვილმა.

საბოლოოდ, მოსამართლე გენადი მაკარიძემ ამირან ვაშაკიძეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი განუცხადა.

ცნობისთვის, ამირან ვაშაკიძე ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსის პოსტს 2014 წლის აგვისტოდან იკავებდა. აღნიშნული თანამდებობიდან მისი გათავისუფლება 2015 წლის დეკემბერში, მას შემდეგ მოხდა, რაც საინფორმაციო სააგენტოTopnews.com.ge-ზე გამოქვეყნდა მასალა შემდეგი სათაურით: "ქუთაისის მაჟორიტარი მეწარმეებისგან კომერციულ ფართს ითხოვდა". მასალაში საუბარი იყო იმაზე, რომ ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატ გუბაზ სანიკიძეს მეწარმეების დაშინებასა და მათთვის კომერციული ფართის გამოძალვის მცდელობაში ადანაშაულებენ. ადვოკატ ლედი ტუკვაძის განცხადებით, ქუთაისის მაჟორიტარის წარმომადგენელმა მეწარმეები დაიბარა და მათ დიდი ღირებულების კომერციული ფართი მოსთხოვა, ხოლო წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში პრობლემების შექმნით დაემუქრა.

მეწარმეების შევიწროვებისა და დაშინების შესახებ ტუკვაძის ბრალდებას მოგვიანებით თავად გუბაზ სანიკიძე გამოეხმაურა. სანიკიძემ „რეპორტიორს" განუცხადა, აქ პირადი დავა ტუკვაძესა და მისი ბიუროს უფროსს, ამირან ვაშაკიძეს შორისაა და დავას კავშირი არ აქვს მაჟორიტართან.

„მანდ არის კონფლიქტი მიწასთან დაკავშირებით. ქალბატონმა ტუკვაძემ ააშენა სახლი, იქ ცხოვრობს ჩემი ბიუროს ხელმძღვანელი ამირან ვაშაკიძეც. მათ ჰქონდათ კონფლიქტი სივრცესთან დაკავშირებით. ამირან ვაშაკიძეს მე ვესაუბრე და ვუთხარი, რომ მას აქვს შესაძლებლობა დაიცვას სამართლებრივი გზით თავისი უფლებები და აქვე ვთხოვე, რომ ეს არ გაკეთებულიყო ჩვენი ბიუროს სახელით. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ მან ეს გააკეთა ბიუროს სახელით, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება - დღეს ამირან ვაშაკიძე დატოვებს ჩემს ბიუროს. მერე ალბათ გააგრძელებენ ერთმანეთთან დავას - აი ასე დასრულდა ეს ამბავი. ორივე მხარეს ვუსურვებ წარმატებას",-აცხადებდა იმ დროს სანიკიძე.



ნანახია: 2537-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თავად ამირან ვაშაკიძე კომენტარს არ აკეთებს და ამბობს, რომ მომხდართან დაკავშირებით მედიისთვის განცხადებას მომავალი კვირის ორშაბათს
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის გუბაზ სანიკიძის ბიუროს უფროსის ამირან ვაშაკიძის ბრალდებებს ქალაქის მერიაში პასუხობენ.
ქუთაისის მაჟორიტარის წარმომადგენელმა მეწარმეები დაიბარა და მათ დიდი ღირებულების კომერციული ფართი მოსთხოვა, ხოლო წინააღმდეგობის
ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, 16:00 საათზე, ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ამირან ვაშაკიძე ბრიფინგს
აღნიშნულ თანამდებობაზე გელა გაბადაძე ამირან ვაშაკიძემ შეცვალა.
ამირან ვაშაკიძის თქმით, ქალაქის მერიის არქტიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა, ლევან სამხარაულის

ამინდი