ქარწაღებული ჯარიმის ფურცლების ისტორია ქუთაისში

4 თვიანი სტაჟი და ჯერ კიდევ გაუმართავი სისტემა,-ეს ის მთავარი შენიშვნაა, რასაც ქუთაისელი და არამარტო ქუთაისელი მძღოლების ნაწილი შპს "პარკინგსერვისის" მიმართ გამოთქვამს.
ქუთაისის მერიის მიერ დაფუძნებულ აღნიშნულ სამსახურს არსებობის მოკლე ხანში უკვე ბევრი მომჩივანი მძღოლი გამოუჩნდა. მათი უკმაყოფილების მთავარი მიზეზი "პარკინგსერვისზე" ინფორმაციის ნაკლებობა და დარიცხული ჯარიმების გადახდის გაუგებარი სისტემაა.
ქარწაღებული ჯარიმის ფურცლები, გაურკვევლობა ციფრებში, ინფორმაციული ვაკუუმი, დაბნეული თანამშრომლები, ფოსტით ჯარიმის ქვითრის მიღების უსასრულო ლოდინი და 10 ლარიანი ჯარიმის მოულოდნელად გახუთმაგების შიში ინფორმაციის არარსებობის ან ბევრისთვის გაუგებარი ენით არსებობის გამო.
იმერეთის მთავარმა საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-მ განმარტებისთვის "პარკინგსერვისის" იურისტს ზაზა ქათამაძეს მიმართა. მისი განმარტებით, "პარკინგსერვისის" დაჯარიმების სისტემა შემდეგნაირია:
„როდესაც ჯარიმის ქვითარი იწერება ანუ დგება ადმინისტრაციული ოქმი, ოქმის ერთი ეგზემპლიარი მანქანის ფანჯარაზე რჩება, ერთი ჩვენ გვრჩება და ერთი შემდეგ უნდა გაეგზავნოს დაჯარიმებულის მისამართზე. სახლში ქვითარი 6 თვის განმავლობაში უნდა ჩაბარდეს. როდესაც პიროვნება ჩაიბარებს ჯარიმას დადგენილი წესით, ამის შემდეგ მას ეწყება ათვლის ვადა- ერთი თვე. ქვითრის ჩაბარების შემდეგ 1თვეში უნდა გადაიხადოს ჯარიმა. თუკი დაჯარიმებული არ გადაიხდის 10 ლარს, ჯარიმას დაემატება საურავი 150 ლარის ოდენობით,“-აცხადებს ზაზა ქათამაძე.
იურისტის განმარტებით, პროცესი არც ისე რთულია, თუმცა როგორც აღმოჩნდა, კომპანიის საქმიანობისა და დაჯარიმების პროცედურების შესახებ ინფორმაციულ ვაკუუმს თავად "პარკინგსერვისის" თანამშრომლებიც განიცდიან. დაჯარიმების შემდეგ, "პარკინგსერვისში" მისულ ერთ-ერთ მძღოლს ანა კუხიანიძეს უთხრეს, რომ სახლში ჯარიმის ქვითრის მიტანა მათ არ ეხებათ და არც ინფორმაციას ფლობენ იმის შესახებ, რა ვადებია გაწერილი აღნიშნული პროცედურისთვის.
„10 მარტს გამომიწერეს ჯარიმა, ე.წ. „ჩისტიტელებში“ ჩაუდევთ, მაგრამ ჩემს გამოსვლამდე ქარს წაუღია, ამიტომ მივედი "პარკინგსერვისის" ოფისში. იქ მითხრეს, რომ დავლოდებოდი, სახლში მომივიდოდა ქვითარი. 9 აპრილამდე ველოდე, თუმცა ჯარიმის არანაირი ქვითარი არ მომსვლია. ისევ მივედი ოფისში და გავაცანი სიტუაცია, ვკითხე რამდენი ხანი უნდა ველოდო კიდევ-მეთქი. მითხრეს: ეგ ჩვენ არ გვეხება, არც ვიცით რამდენია ამისთვის განსაზღვრული დროო. თუ გადაიხდით ახლა, არ მოგიწევთ 150 ლარიანი ჯარიმაო. მეც შევიტანე ის 10 ლარი ისე, რომ დღემდე არ მინახავს ჯარიმის ფურცელი. გაუმართავი სისტემა აქვთ, ჯარიმის ფურცლის მოსვლის გარანტები არ იყვნენ და 10 ლარი ვარჩიე 150 ლარის გადახდას,“-განაცხადა ანა კუხიანიძემ.
მსგავს სიტუაციში აღმოჩნდა ავტომფლობელი ბექა მაკალათია,თუმცა მას გაუმართლა იმ კუთხით, რომ აღნიშნულ საკითხში გარკვეულმა მეგობარმა ჯარიმის გამოწერისა და მიღების ეტაპებზე სრული ინფორმაცია მიაწოდა.
„როდესაც დამაჯარიმეს, ფურცელზე არ იყო მითითებული როდის უნდა გადამეხადა, ამიტომ მეგობრის მეშვეობით მომიწია დამატებითი ინფორმაციის მიღება. ჯარიმა უნდა გადავიხადო დაჯარიმებიდან ერთი თვის განმავლობაში, როცა ქვითარს მომიტანენ სახლში. თვეზე მეტი გავიდა, მაგრამ ქვითარი არ მოუტანიათ. იმედია, პირდაპირ 150 ლარის გადახდა არ მომიწევს,“-განაცხადა ბექა მაკალათიამ.
ჯარიმის ფოსტით გაგზავნის ვადებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ არა მხოლოდ მძღოლები, არამედ "პარკინგსერვისში" მომუშავე პირები. აღნიშნულ საკითხთან დააკვშირებით კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერობის მენეჯერის მირანდა წივწივაძისა და იურისტ ზაზა ქათამაძის სიტყვები ერთმანეთს არ ემთხვევა. კერძოდ, თუ იურისტი ამბობს, რომ სახლში ჯარიმის მიტანის ვადა 6 თვემდე განისაღვრება, მირანდა წივწივაძის თქმით, ჯარიმის მისამართზე მისვლის ვადა 1 თვიდან 2 თვემდეა განსაზღვრული. ინფორმაციის უზუსტობა კი მძღოლებში გაუგებრობასა და ქაოსს ქმნის.
როგორც ირკვევა, მძღოლებისათვის პრობლემას ისიც ქმნის, რომ ქვითარზე, რომელსაც "პარკინგსერვისის" თანამშრომლები დაჯარიმებულ მძღოლს ავტომობილის საქარე მინაზე უტოვებენ, დატანილი არ არის შ.პ.ს "პარკინგსერვისის" ცხელი ხაზი, საკონტაქტო ნომერი და მისამართი. ქვითარზე დატანილი არ არის ასევე ის ბანკი, სადაც დაჯარიმებულს შეუძლია ჯარიმა გადაიხადოს.
„თვენახევრის წინ მანქანა დავაყენე იმ ადგილას, სადაც დაყენებული იყო დგომის ნიშანი. თერჯოლიდან ვარ და კვირაში ორჯერ ჩამოვდივარ ქალაქში. არანაირი ინფორმაცია არ მქონდა, რომ უნდა მეყიდა "პარკინგსერვისის" 40- ლარიანი ქვითარი. მოვედი და დამხვდა 10 ლარიანი ჯარიმა. ქვითარზე არც ბანკია მითითებული და არც არაფერი. სამი ბანკი რომ მოვიარე, მივაგენი იმ ერთ ბანკს და გადავიხადე. ჩემნაირ სიტუაციაში ძალიან ბევრია, განსაკუთრებით რაიონიდან ჩამოსულები,“- აცხადებს ერთ-ერთი მძღოლი, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა.
ჯარიმის ქვითარზე მძღოლებისათვის საჭირო ინფორმაციის არარსებობას პრობლემად არ თვლის მირანდა წივწივაძე. მისი განმარტებით, ქუთაისში ისედაც ყველამ იცის სად არის "პარკინგსერვისის" შენობა და როგორც წივწივაძე ამბობს, სურვილისა და საჭიროების შემთხვევაში ყველას შეუძლია მისვლა.
"ქვითარს უკან აწერია „შ.პ.ს პარკინგსერვისი“. "პარკინგსერვისის" ცნობა და მასზე ინფორმაციის მოპოვება მე მგონი ყველა მძღოლს შეუძლია და ისე ყველამ ზეპირად იცის ჩვენი ცხელი ხაზის ნომერი,“- განაცხადა შ.პ.ს "პარკინგერვისის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა მირანდა წივწივაძემ.
მოუწესრიგებელი სისტემისა და დაბნეული მძღოლების არსებობის მიუხედავად, წივწივაძის თქმით შ.პ.ს "პარკინგსერვისის" მომსახურებით უკმაყოფილო არავინ არ არის, თუმცა სისტემის დახვეწა მაინც იგეგმება.
„ქუთაისის "პარკინგსერვისში" მოსულ პირს დამერწმუნეთ, პრობლემები არ ექმნებათ. ჩვენი ორგანიზაცია აბსოლუტურად მობილიზებულია იმისათვის, რომ კომფორტული გარემო შევუქმნათ ყველანაირი პირობის გათვალისწინებით აქ მოსულ ავტომფლობელს და თუნდაც დაჯარიმებულს. ჯარიმა როცა დაიწერება, ქვითარი დაიდება საქარე მინაზე თუ ქვითარი ვერ დახვდება დაჯარიმებულს, ბუნებრივი მოვლენებიც არის. ამის მიზეზი ხან ქარია ხან წვიმაა და ა.შ. გვინდა, რაღაც ცვლილებები დავიტანოთ ჩვენს ქვითრებზე და უფრო თანამედროვე ტექნოლოგიებით მოვემსახუროთ ავტომფლობელებს ქალაქში, მაგრამ ეს ცოტა ვადებში არის გაწერილი. უახლოეს თვეებში ეს პრობლემაც მოგვარდება და ახალი წებოვანი ქვითრებით მოვემსახურებით მომხმარებელს,“-განაცხადა მირანდა წივწივაძემ.
როცა ბუნებრივი მოვლენები მძღოლების წინააღმდეგაა, "პარკინგსერვისი" სისტემის გამართვას სხვა გზებით ეცდება. მათ კი, ვისაც საქარე მინაზე ქვითარი მთელი დაგხვდათ, ლოდინით არ დაიღალოთ. 2 ან 6 თქვეში ჯარიმის ქვითარი სახლშიც ჩაგბარდებათ.
მარუსა ხურციძე