რუსთაველის 850 წლის იუბილე პოლონეთში და საჩუქრები პოლონელ ახალგაზრდებს

21-25 აპრილს, პოლონეთის რამდენიმე ქალაქში რუსთაველის 850 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოფენები და შეხვედრები გაიმართა. დასკვნითი ღონისძიება კი ევროპული კულტურის დედაქალაქ ვროცლავში გაიმართა.

საქართველოს ახალგაზრდული ინიციატივების ცენტრის ხელმძღვანელის შალვა კამლაძის თქმით, ვროცლავის ლიცეუმის გალერეაში მსმენელს საშუალება ჰქონდა საქართველოდან პოლონეთში გასტროლად მყოფი ანსამბლის "რიჰო"-ს რეპერტუარი მოესმინა. ანსამბლმა პოლონელი აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა.

ღონისძიებების ფარგლებში, შალვა კამლაძემ და პოლონეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა ქეთი ფრანგულაიშვილმა "ვეფხისტყაოსნის" პოლონური თარგმანის კალიგრაფიული წერის კონკურსში გამარჯვებულ პოლონელ ახალგაზრდებს სამახსოვრო საჩუქრები და სერტიფიკატები გადასცეს.
რუსთაველის საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდული ინიციატივების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებები წლის ბოლომდე სხვადასხვა ქალაქში გაგრძელდება. ღონისძიებებს საინფორმაციო მხარდაჭერას Topnews.com.ge უწევდა.