Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა უნდა იცოდნენ მშობლებმა შვილებისათვის ე.წ.'ფუმფულა' სათამაშოების შეძენისას?

თარიღი : 27-04-2016, 11:27 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
არავინ დაობს იმაზე, რომ ბავშვის პირველი მეგობრები სწორედ მისი სათამაშოები არიან. თამაშ-თამაშით ის ახალ-ახალ უნარებს ითვისებს, შეიცნობს გარემოს და ვითარდება. ამიტომაც არის, რომ ბავშვის ფსიქიკის სწორი განვითარებისთვის, მისი პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებისა და გონებრივი შესაძლებლობების ფორმირებისთვის სათამაშოების შერჩევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
http://topnews.com.ge/photo/news/20160427112529.png


შეიძლება ერთი შეხედვით ადვილია ბავშვისათვის სათამაშოების შერჩევა, მითუმეტეს დიდი პოლულარობით სარგებლობს ე.წ ფუმფულა (რბილი) სათამაშოები. მაღაზიების დახლებზე მსგავსი ტიპის უამრავი ნაწარმია გასაყიდად გამოტანილი, რომელთაც საკმაოდ მომხიბვლელი ფორმა აქვთ. იქნება ეს ფუმფულა მაიმუნები, რბილი „მიკი მაუსები“, მინიონები, ძაღლები, დათვები, ფუმფულა წიწილები, ფუმფულა ტომი და ჯერი და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ტიპის ნაწარმის შეძენა საკმაოდ აქტუალურია და მშობლებიც ხშირად ანებივრებენ ბავშვებს, შესაძლოა მსგავსი ტიპის სათამაშოებმა სერიოზული პრობლემები შეუქმნას მცირეწლოვანთა ჯანმრთელობას.

ყველასთვის საყვარელი ,,ფუმფულა" სათამაშოები, თავდაპირველი სახით სულაც არ არის ,,ფუმფულა". როგორც ქუთაისის ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტზე განმარტეს, აღნიშნული სათამაშოები სხადასხვა ქვეყნიდან- ჩინეთიდან, თურქეთიდან, დუბაიდან ყოველგვარი შიგთავსის გარეშე შემოდის და მზა სახეს უკვე ადგილზე, ზოგჯერ თავად მოვაჭრეები აძლევენ. მათივე თქმით, თითოეული სათამაშოს ხარისხი პირდაპირ კავშირშია მათივე ფასთან.

აღნიშნული სათამაშოები ყოველგვარი შეფუთვის გარეშე გასაყიდად დევს დახლებზე. მომხმარებელს აქვს საშუალება ხელით ეკონტაქტოს თითოეულ ნივთს. შეუფუთავი ნაწარმი მტვრით იფარება, რაც როგორ ექიმები აღნიშნავენ, ზოგიერთ შემთხვევაში განსაკუთრებით საშიში შეიძლება აღმოჩნდეს ბავშვის ჯანმრთელობისათვის. როგორც ერთ-ერთმა მოვაჭრემ განმარტა, მართალია ნაწარმი შეუფუთავი დევს დახლზე და მას მტვერი ედება, თუმცა მისივე თქმით, ეს სათამაშოები მხოლოდ დეკორაციისათვის გამოიყენება და ბავშვს მასთან ხშირი კონტაქტი არ აქვს. რაც შეეხება სათამაშოს შეფუთვას, ეს პროცესი უკვე სასურველი ნივთის შეძენის შემდეგ, მყიდველის სურვილის შემთხვევაში ხდება.

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge ,,ფუმფულა" სათამაშოების მავნებლობაზე ექიმ-პედიატრ ქეთევან ქილიფთარს ესაუბრა.

ექიმ-პედიატრის თქმით, მართალია ის ფაქტი, რომ აღნიშნული სათამაშოები ე.წ მტვრის ბუდეს წარმოადგენს. უკვე ნაყიდი სათამაშოც კი ოთახში გაუნძრევლად დადებისგან ოთახის მტვერს იკიდებს.

,,თუ ბავშვი არის მგრძნობიარე, პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს მსგავსი ტიპის სათამაშოების არსებობა მის ოთახში ან მიღებული უნდა იქნას სხვადასხვა ზომები,"- აცხადებს ქილიფთარი.

მისივე თქმით, მსგავსი ტიპის სათამაშოები შეძენისთანავე და შემდგომ პერიოდშიც ხშირად უნდა დამუშავდეს სველი წესით, გაიწმინდოს ჩვრით, დაიფერთხოს და ხშირად გაირეცხოს. განსაკუთრებით კი ამ ეტაპზე, რადგან გაზაფხული ალერგიის სეზონია. როგორც ექიმი აღნიშნავს, ამ ეტაპზე ალერგიით დაავადებული ბავშვების დიდი მიმართვიანობაა, რის განმაპირობებელ მიზეზადაც ოთახის მტვერს ასახელებს. მისივე თქმით, თუ ბავშვის ოთახში მსგავსი სათამაშოების სისუფთავეს ყურადღება არ მიექცევა, მარტივი ალერგია საკმაოდ სერიოზულ დაავადებაში ასთმაში სეიძლება გადაიზარდოს.

,,შეიძლება მიიღო სხვადასხვა ზომები და ბავშვი არ გაიყვანო გარეთ, არ ათამაშო ქარიან ამინდში და ამით ეცადო დაიცვა ალერგიისაგან, მაგრამ ოთახის მტვრისაგან დაცვა შედარებით რთულია,"- აცხადებს ქილიფთარი.

როგორც ექიმი განმარტავს, აღნიშნული სათამაშოები ყველა ბავშვისათვის არ წარმოადგენს საფრთხეს და მისი გამოყენება თავისუფლადაა შესაძლებელი. თუმცა სასურველია, რომ მშობელმა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა მისი ბავშვი მგრძნობიარე მიიღოს ზომები, რათა თავიდან აიცილოს მომავალი გართულებები.

ნათია სვანიძე


ნანახია: 4439-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ალექსანდრე იოსებაშვილმა დიმიტრი ლაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის დირექტორ მერაბ კვიცარიძესთან ერთად,
ყველაფერი 1 ლარად,-ამ წარწერამ ჯერ კიდევ სამი თუ ოთხი წლის წინ საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოიპოვა მოსახლეობაში და ახალ, საკმაოდ

ამინდი