ტყიბულში თეატრის შენობის სახურავის რეაბილიტაცია დაიწყო
თარიღი : 26-04-2016, 18:20 | კატეგორია: ახალი ამბები

ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრის შენობის სახურავის რეაბილიტაცია დაიწყო.
95 658 ლარის ღირებულების სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,x ვექტორი“ ასრულებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ, მოადგილესთან გიორგი ლომთაძესთან და ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან ზაზა ზოსიაშვილთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში მოხდება თეატრის შენობის სახურავის სრული რეაბილიტაცია, რომელიც ფურცლოვანი თუნუქით გადაიხურვას ითვალისწინებს. ასევე მოხდება სცენის თავზე, გადახურვის აწეული ნაწილისა და პარატეტები შელესვა, შელესილი კედლები კი ჰიდროსაიზოლაციო მასალით მოეწყობა. სცენისა და მცირე დარბაზის თავზე, თბოიზოლაციისთვის პენოპლასტი გაკეთდება. არსებული ხის მთლიანი მასალა დამუშავდება ხანძარსაწინააღმდეგო ხსნარით და ლითონის პარაპეტები შეიღებება ანტიკოროზიული ზეთოვანი საღებავით.
თეატრის შენობის სახურავის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და 2 თვეში უნდა დასრულდეს.