ქუთაისის მერიაში სასამართლომ კიდევ ერთი გათავისუფლებული დააბრუნა
თარიღი : 26-10-2013, 11:50 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ყოფილი მთავარი სპეციალისტი თეკო ჭეიშვილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ იგივე პოზიციაზე აღადგინა. აღნიშნული შეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ჭეიშვილსა და ქალაქის მერიას შორის 24 ოქტომბერს შედგა.
"მოსამართლემ მხარეებს მოლაპარაკება შეგვთავაზა. რადგან ჩემი შტატი გაუქმებული იყო, ამიტომ იგივე პოზიციაზე და იგივე ხელფასით მოხდა ჩემი დაბრუნება. გუშინ გავაფორმეთ 6–თვიანი შრომითი კონტრაქტი," – ამბობს თეკო ჭეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ჭეიშვილი ერთ–ერთია ქუთაისის მერიიდან მიმდინარე წლის ზაფხულში რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულ თანამშრომლებს შორის. ყოფილი თანამშრომლების უმრავლეობამ პირველი ინსტანციის სასამართლოში ადგილობრივ თვითმმართველობას საქმე მოუგო. ქუთაისის მერიამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებები სააპელაციოში გაასაჩივრა, თუმცა მერიის სასარჩელო მოთხოვნა არც ამ უკანასკნელმა დააკმაყოფილა.