ქუთაისში 'გოეთეს დღეებს' აღნიშნავენ
Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში 'გოეთეს დღეებს' აღნიშნავენ

თარიღი : 26-04-2016, 17:45 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
'გოეთეს დღეების' ყოველწლიურ ღონისძიებებში ქუთაისის სკოლები ჩაერთვნენ.

ქუთაისის 10-მდე სკოლა,სადაც გერმანული ენა ისწავლება,აღნიშნულ ღონისძიებაში სხვადასხვა პროგრამით მონაწილეობს.

„გოეთეს დღეების“ ფარგლებში, მე-7 სკოლის მოსწავლეებმა ქართულ და გერმანულ ენაზე თარგმნილი სიმღერებითა და ლექსებით წელიწადის დროები გააცოცხლეს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა და ლექტორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენციები იმართება. ასევე, იბეჭდება სამეცნიერო ხასიათის კრებული გერმანულ ენაზე, ეწყობა გამოფენები და შეხვედრები.

„გოეთეს დღეების“ ორგანიზატორი „გოეთეს საერთაშორისო საზოგადოების“ ქუთაისის განყოფილებაა.

„ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანია სკოლებთან შეხვედრა,რადგან სამწუხაროდ, ამ ბოლო პერიოდში გერმანული ენა სხვა ენებთან შედარებით ცოტა დაჩაგრულია. ამიტომ ყოველნაირად ვცდილობთ მოსწავლეების წახალისებას. მათი ჩართულობით ხდება ენის წახალისება“,- განაცხადა „გოეთეს საერთაშორისო საზოგადოების“ ქუთაისის განყოფილების ხელმძღვანელმა პროფესორმა ნანული კაკაურიძემ.

„გოეთეს დღეები“ ქუთაისში მარტის თვის ბოლოს დაიწყო და 11 მაისს დაჯილდოვებით დასრულდება.


ნანახია: 928-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით მიმდინარე ,,სტუდენტური დღეები 2013''
ერთმანეთს ქართული და გერმანული გუნდები დაუპირისპირდებიან.
ფრანკოფონიის საერთაშორისო დღეს ფრანგულენოვანი სამყარო მარტის თვეში აღნიშნავს.
"სტუდენტური დღეების" გამარჯვებული სტუდენტებისათვის პრიზების გადაცემის შემდეგ, საღამო ,,ოჩოს ქოხის“ კონცერტით გაგრძელდა.
გაპონოვის მიერ თარგმნილი "ვეფხისტყაოსანი" ერთ–ერთ საუკეთესო ნიმუშად ითვლება
საქართველოს პარლამენტის წევრი და წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი სოციალურ ქსელში ანგელა მერკელის ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გავრცელებულ
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
მერიასთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ამინდი