Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურაში გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის ვარსკვლავი გაიხსნა

თარიღი : 26-04-2016, 16:48 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
ჭიათურის კულტურის ცენტრში მამია ხატელიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორი, ლოტბარი და შემსრულებელი გაიხსენეს. საღამოზე მამია ხატელიშვილის შექმნილი და შესრულებული სიმღერები თბილისიდან მოწვეულმა ანსამბლმა „იმერმა“,ქუთაისის უმაღლესი სამუსიკო კოლეჯის კვარტეტმა და ადგილობრივმა ანსამბლმა „ჩანგმა“ შეასრულეს.

ღონისძიებას ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან მახათაძე, მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ წერეთელი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გამგებელმა და დეპუტატმა დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და მამია ხატელიშვილის ღვაწლზე ისაუბრეს. კონცერტის ბოლოს, ცნობილი ლოტბარის შვილიშვილმა,გიორგი ხატელიშვილმა ბაბუის უკვდავი სიმღერა: „კარგი ხარ გოგოვ, კარგი ხარ" შეასრულა და მაყურებლის ოვაცია დაიმსახურა.
http://topnews.com.ge/photo/news/20160426164726.png

ღონისძიების დასრულების შემდეგ, კულტურის ცენტრის წინ მამია ხატელიშვილის ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა.


ნანახია: 3762-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჭიათურის კულტურულ შემოქმედებითი ცენტრის დიდ დარბაზში ადგილობრივმა ხელისუფლებამ 8 მარტისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა.
ღონისძიებას ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან მახათაძე და გამგებლის მოადგილე ლალი კაპანაძე ესწრებოდნენ.
ვანის მუნიციპალიტეტის ლევან გერსამიას სახელობის კულტურის ცენტრში ცნობილი ქართველი მომღერლის, ნინი ბადურაშვილის შემოქმედებითი
ამ დღისთვის ხარაგაულში სტუმრად რევაზ ლაღიძის ოჯახის წევრები და მეგობრები იმყოფებოდნენ.
საღამო კულტურის ცენტრთან არსებული მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ორგანიზებით ჩატარდა.

ამინდი