ქუთაისში მერაბ მეტრეველის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვეს
თარიღი : 26-04-2016, 10:22 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის კულტურის ცენტრში მერაბ მეტრეველის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჭადრაკის ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვეს.
ა(ა)იპ "ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" ფილიალში-მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მოჭადრაკე გოგონათა და ვაჟთა შორის მერაბ მეტრეველის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი 9 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. მასში მონაწილეობას სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული დაახლოებით 200-მდე მოჭადრაკე იღებდა.
ტურნირის შედეგად 8 სხვადასხვა კატეგორიაში პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს (ჯამში 24 გამარჯვებულს) საჩუქრად თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ. ტურნირის ორი საუკეთესო მოჭადრაკე კი მერაბ მეტრეველის ოჯახმა თასებით დააჯილდოვა.
ცნობისთვის, „მერაბ მეტრეველის მემორიალი 2016“ 6 წლიდან 11 წლამდე მოჭადრაკეებისათვის არის განკუთვნილი. მერაბ მეტრეველი ცნობილი მოჭადრაკე და დამსახურებული მწვრთნელი იყო. ის 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში არსებულ დავით ჩირაძის სახელობის ჭადრაკის კაბინეტს. მერაბ მეტრეველის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჭადრაკში ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით 2006 წლიდან ყოველწლიურად იმართება. ტურნირი თავდაპირველად ყველა ასაკის მოჭადრაკისათვის იყო განკუთვნილი, თუმცა მეოთხე წელია მასში მონაწილეობას მხოლოდ 6 წლიდან 11 წლის ჩათვლით მოჭადრაკეები იღებენ.