იმერეთის ვიცე-გუბერნატორი ბაღდათის გამგებლის დაკავებას ეხმაურება

იმერეთის ვიცე-გუბერნატორი პაატა ნადირაძე ბაღდათის გამგებლის, ირაკლი გეგეშიძის დაკავების ფაქტს ეხმაურება. ნადირაძის თქმით, ფაქტი სამწუხაროა, თუმცა თუ პირი დამნაშავეა, მან აღნიშნულზე პასუხი უნდა აგოს. ნადირაძე არ გამორიცხავს, რომ მსგავსი რამ სხვა რაიონებშიც მოხდეს.
"გამორიცხული არაფერია, არც ბაღდათის გამგებელზე გვეგონა ასეთი რამ თუ მოხდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ მოხდა. ძალიან ცუდი და საწყენია, ის რაც მოხდა, თუმცა სიმართლე გითხრათ, ბოლომდე საქმის კურსში არ ვარ, რადგან ჩემი ინფორმაციით, ამ დროისთვის ბატონი გეგეშიძე კვლავ დაკითხვაზეა. ტელევიზიით გავიგე დეტალები. ძალიან სამწუხარო ფაქტია,"- აცხადებს პაატა ნადირაძე.
შეგახსენებთ, რომ ანტიკორუფციულმა პოლიციამ დღეს ბაღდათის გამგებელი ირაკლი გეგეშიძე დააკავა. მას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.