ინგლისური, ფრანგული და იტალიური ენების შესწავლა სახლიდან გაუსვლელად-საჩუქარი ქუთაისელებს
თარიღი : 25-04-2016, 20:51 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

„პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდის“ მხარდაჭერით, კომპანია Teach.ge-მ ქუთაისში, უცხო ენების შემსწავლელ ონლაინ კურსის პრეზენტაცია განახორციელა.
კურსი საპილოტე არის და ის თავდაპირველად რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ქუთაისში დაინერგება.

პირველ ეტაპზე სასწავლო პროგრამაში 600 დაინტერესებული პირი ჩაერთვება. პროგრამა ინგლისურის, ფრანგულისა და იტალიური ენების შესწავლის ონლაინ კურსებს მოიცავს.
პროგრამა „პაატა ბურჭულაძე-საქართველოს განვითარების ფონდის“ ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების სტრატეგიული ჯგუფის ხელმძვანელმა ტარიელ ჭულუხაძემ და ადგილობრივი ფონდის ხელმძღვანელმა კობა ჩიხლაძემ წარადგინეს.
"დღეს ,,პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდის” ორგანიზებით განხორციელდა უცხო ენების შემსწავლელი ონლაინ კურსის პრეზენტაცია. კურსი დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად შეისწავლონ ინგლისური, ფრანგული და იტალიური ენები. ბატონმა პაატა ბურჭულაძემ არაერთზგის აღნიშნა, რომ ფონდი ორიენტირებულია ახალგაზრდების წინსვლასა და განვითარებაზე, რასაც ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს. ჩვენი მიზანია მომავალ თაობაზე ზრუნვა და მათი გაერთიანება. ჩვენ ყველას ვუწვდით თანამშრომლობის ხელს. ჩვენთვის არ არსებობს დაყოფა ჩვენიანებად და სხვისიანებად. ჩვენი სურვილია, საქართველოს განვითარების ფონდში გაწევრიანდეს რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა, ვინაიდან მათი ჩართულობის გარეშე ქვეყნის განვითარება და წინსვლა წარმოუდგენელია" - აცხადებს ფონდის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი კობა ჩიხლაძე.
პროგრამა ონლაინ სწავლების თანამედროვე, ინოვაციური მეთოდის დანერგვას ითვალისწინებს, რაც მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური ცოდნის მიღების საშუალებას გულისხმობს.