Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'არ დაწვათ საბურავები'-'ჭიაკოკონობასთან' დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებენ

თარიღი : 25-04-2016, 20:13 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოახლოებულ ე.წ. „ჭიაკოკონობასთან“ დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს - არ დაწვან საბურავები და პლასტიკური მასალები!

კოცონის დასანთებად მოსახლეობა ხშირად იყენებს ავტომობილების საბურავებს და პლასტიკურ მასალებს, ეს კი ქალაქებსა და რეგიონებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ ძირითად ურბანულ გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს.

მოქალაქეები ვერ აცნობიერებენ, თუ რამდენად საზიანოა ჯანმრთელობისათვის მცენარეული და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით წვა. გარდა იმისა რომ იქმნება ხანძარსაშიში ვითარება, რეზინის საბურავების, ფოთლებისა და პლასტიკური მასალების დაწვისას გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ამ რიტუალში, ბინძურდება ატმოსფერული ჰაერი და ნიადაგი. განსაკუთრებით სახიფათოა რეზინის საბურავები, რომლებიც უამრავ საშიშ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს. არსებული მონაცემებით, 1 ტონა რეზინის საბურავის ღია წესით დაწვისას ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვადასხვა ტოქსიკური აირი.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის (მათ შორის, ფოთლების, საბურავების) ღია წესით დაწვა აკრძალულია და გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 500 ლარამდე.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი დააწესებს მკაცრ კონტროლს აღნიშნულ ქმედებაზე და ყველა დამრღვევის მიმართ გაატარებს კანონმდებლობით დადგენილ ზომებს," -ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ნანახია: 1193-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს და აცხადებს, რომ ე.წ. ჭიაკოკონობასთან
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების სწრაფი რეაგირების სამსახურის
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2018 წლის 1-ლი
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მოსახლეობას ახსენებს, რომ ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების მოსპობა და
წინააღმდეგ შემთხვევაში დეპარტამენტი კანონდამრღვევებს ჯარიმებით ემუქრება.
შესაბამის განცხადებას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აკეთებს.
სამტრედიაში ქართული ოცნების წევრის სახლი გაქურდეს.

ამინდი