რეაბილიტირებული ნიკეას ქუჩა ქალაქის ხელისუფლებამ 2017 წლის მაისში უნდა ჩაიბაროს
თარიღი : 25-04-2016, 19:27 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში, ნიკეას ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალმა ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი განახორციელეს.
რეაბილიტაციის ფარგლებში ქუჩაზე შუა გამყოფი გამწვანების ზოლი, ტროტუარები, ბორდიურები და გარე განათების სისტემები ეწყობა. ტერიტორიაზე უკვე ჩატარდა წყლის სისტემების მოსაწესრიგებელი სამუშაოები, რომელსაც თურქული კომპანია ''SMK'' ახორციელებდა. პროექტის სატენდერო ღირებულება 7 549 000 ლარს შეადგენს.
,,ტენდერის მიხედვით სამუშაოების ჩაბარების ბოლო ვადა 2017 წლის მაისია. ვვარაუდობთ, რომ ქუჩა სრულად რეაბილიტირებული 2016 წლის ბოლოსთვის იქნება. შემსრულებელი კომპანია დაჩქარებული ტემპით და ხარისხიანად მუშაობს. ბოლო წლების მანძილზე ეს ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტია,“- აღნიშნა შოთა მურღულიამ.
ამ ეტაპზე ნიკეას ქუჩაზე ასფალტის საფარის აღება მიმდინარეობს საფრეზი ტექნიკით. ასევე, ეწყობა ბორდიურები.