რეზო ჭეიშვილის სახელობის ხეივანი ქუთაისში
თარიღი : 25-04-2016, 17:02 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში ქართველი მწერლისა და დრამატურგის, რეზო ჭეიშვილის სახელობის ხეივანი გაიხნა, სადაც მწერლის სიცოცხლეში დამზადებული მისივე ბიუსტი დაიდგა.
"რეზო ჭეიშვილი უდიდესი ადამიანი, დიდი ქართველი და დიდი ქუთაისელი იყო. მისი სურვილი იყო,რომ ქუთაისში დარძალულიყო. ამითაც ჩვენ მან ყველას გვაჩვენა თუ როგორ უყვარდა ქალაქი. ახლა უკვე შესაძლებელია, რომ ამ ხეივანში მოვიდეთ და პატივი მივაგოთ მის ხსოვნას. ჩვენს ქალაქში კი ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭება მისი სახელი, ასეთი ადამიანები ბევრი არ გვყავს,"-განაცხადა ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ.
ხეივანი რეზო ჭეიშვილის გარდაცვალებიდან 7თვის თავზე გაიხსნა. ცერემონიას მისი ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. შეკრებილმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენა მწერლის მოღვაწეობა და მისი უკანასკნელი ვიზიტი აღნიშნულ პარკში.
"ეს ფაქტი ჩემთვის ძალიან სასიხარულოა და მადლობელი ვარ ყველასი. აქედან თითქოს რეზომ გადმოაბიჯა და დაიწყო სიარული ქალაქში. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გაკეთდა ეს მშვენიერი ადგილი. მადლობა ყველას, ვინც ამ დროის მანძილზე გვერდით მედგა და მათ, ვინც ამ ყოველივეს შექმნაში მონაწილეობა მიიღო,"-განაცხადა რეზო ჭეიშვილის მეუღლემ მარინა ვერულაშვილმა.
მწერლის ხეივანში დადგმული ბიუსტის ავტორი გიორგე კიკვაძეა.