ბაღდათის გამგებელი საკუთარი კაბინეტიდან აიყვანეს
Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბაღდათის გამგებელი საკუთარი კაბინეტიდან აიყვანეს

თარიღი : 25-04-2016, 15:59 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბაღდათის გამგებელი ირაკლი გეგეშიძე ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლებმა საკუთარი კაბინეტიდან აიყვანეს. ამის შესახებ topnews.com.ge-ის ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

როგორც სამსახურის თანამშრომელმა ანა ავალიანმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, გამგებლის დაკავება დაახლოებით 40 წუთის წინ მოხდა.

დაკავების მიზეზებზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამ დროისთვის არ საუბრიბენ.

topnews.com.ge არქივიდან გთავაზობთ იმ მასალას, რომელსაც შესაძლოა, ირაკლი გეგეშიძის დაკავება უკავშირდებოდეს.

,,2015 წლის ოქტომბრის თვეში დადებული ხელშეკრულება ბაღდათის გამგებელ ირაკლი გეგეშიძეს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის,- აღნიშნული სახელწოდებით მასალას editori.ge აქვეყნებს. საუბარია ლიზინგით შეძენილ ტექნიკაზე, რომლისთვისაც ბაღდათის მოსახლეობის ჯიბიდან 1 000 000 ლარი გაიფლანგა.

“ბაღდათის გამგებელ ირაკლი გეგეშიძეს სულ მალე სერიოზული პრობლემები შეექნება, რისი ერთ-ერთი მიზეზიც, გამგეობის მიერ შეძენილი ტექნიკა გახდება, რომლის მინიმალური საგარანტიო პერიოდი 1 წელი უნდა ყოფილიყო, 2 თვეში დაზიანდა და გამგეობის ეზოში, სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობთ, გდია. ამის ამსახველი სურათები ბაღდათის მოსახლეობამ მოგვაწოდა, რის შემდეგაც შესყიდვის დოკუმენტაციასაც გავეცანით SPA150026772, სადაც გამოვლინდა რიგი საეჭვო ფაქტები, მაგ: ტექნიკის შესაძენი სავარაუდო თანხა პირველ ოქმში დაფიქსირდა 800 000 ლარი, ხოლო 12 დღის შემდეგ შესყიდვის სავარაუდო თანხა 800 000 ლარი, შეიცვალა 1 000 000 ლარით. სამწუხაროდ 2015 წლის ნოემბრში შეძენილი ტექნიკა უკვე დაზიანებულია და ბაღდათის გამგეობის ეზოში აგდია. ტენდერის პირობებით, შესაძენი ტექნიკა უნდა ყოფილიყო 2015 წლის გამოშვება, თუმცა მისი ხარისხის ან გამომშვები ქვეყნის დოკუმენტაცია ვერსად მოვიძიეთ. ბაღდათის მაცხოვრებლები აღშფოთებულნი არიან, რადგან ლიზინგით შეძენილი ტექნიკა, რომლის საფასურიც მათი ჯიბეებიდან ამოღებული თანხით არის გადახდილი, რამოდენიმე თვეში დაზიანდა და იგი ბაღდათს ვეღარ ემსახურებ, რისი ამსახველი სურათებიც ამის მტკიცების საშუალებას გვაძლევს. ეჭვია, რომ გამგებელმა უხარისხო ტექნიკა შეიძინა, რაშიც საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადა და შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ე.წ „ატკატს“. ვთხოვთ სამართალდამცავ ორგანოებს დაინტერესდენ აღნიშნული შესყიდვითაც, რადგან ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ანტიკორუფციულმა საბჭომ გამგეობის საქმიანობის შესწავლა დაიწყო და ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც საკრაულის გზის მშენებლობას შეეხება, ჩვენი ინფორმაციით პროკურატურას გადასცეს დოკუმენტები,” -აცხადებს „მონიტორინგის ცენტრი - მედიატორი“-ს დამფუძნებელი გივი კუბლაშვილი."


ნანახია: 1632-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საუბარია ლიზინგით შეძენილ ტექნიკაზე, რომლისთვისაც ბაღდათის მოსახლეობის ჯიბიდან 1 000 000 ლარი გაიფლანგა.
მაჩიტაძის თქმით, როგორც კი შეიტყო, რომ ანტიკორუფციული პოლიციის წარმომადგენლები გამგეობაში იმყოფებოდნენ, გამგებლის კაბინეტში
პაატა ნადირაძე არ გამორიცხავს, რომ მსგავსი რამ სხვა რაიონებშიც მოხდეს.
ბაღდათის ყოფილმა გამგებელმა ირაკლი გეგეშიძემ, სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურული დაგეგმარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტი თათია ჭუმბურიძე
ირაკლი გეგეშიძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით
ჯამში ხეივანში 300-მდე ახალი ნათურა დამონტაჟდა.
ახლობლების ინფორმაციით, დაკარგულს ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს.
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა იმერეთის გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე რეგიონის მერებს, საკრებულოს

ამინდი