სამტრედიის სოფელში მოშიმშილეთა რაოდენობა გაიზარდა
თარიღი : 25-04-2016, 15:22 | კატეგორია: ახალი ამბები

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მოშიმშილე ადამიანების რაოდენობა 6-დან 9-მდე გაიზარდა.
მდინარე ხევისწყლიდან ინერტული მასალების ამოღების გამო, ადგილობრივებმა კარვების გაშლა და პროტესტის უკიდურესი ფორმისათვის მიმართვა გადაწყვიტეს.
როგორც მოსახლეობა ამბობს, სამუშაოების გაგრძელების შემთხვევაში სოფელში საცხოვრებელი სახლები და სახნავ-სათესი მიწები დაიტბორება.
მოშიმშილეები დღეს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გია თევდორაძემ ”ნაციონალური მოძრაობის” სამტრედიის ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
თევდორაძის თქმით, სამუშაოების გაგრძელების შემთხვევაში, სამტრედიას ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერი ფოცხვერია topnews.com.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სამუშაოები კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს და მასზე ნებართვა გარემოს დაცვის სამინისტრომ გასცა.