ქუთაისში 'Grand Mall'-ის თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
თარიღი : 25-04-2016, 14:59 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში ,,გრანდ მოლის" თანამშრომლებმა აქცია გამართეს. ისინი გარე მოვაჭრეების აღნიშნული ობიექტის ტერიტორიიდან გაყვანას და მათთვის სხვა სავაჭრო სივრცის გამოყოფას მოითხოვენ.
,,სახელმწიფო ვალდებულია, კონკურენტუნარიანი გარემო შექმნას ყველა მეწარმისათვის. ,,გრანდ მოლში" მყოფ მოვაჭრეებს არ აქვთ ფუნქციონირების საშუალება საკუთარ შენობაში, გარე მოვაჭრეები კლიენტებს შენობაში შემოსვლის საშუალებას არ აძლევენ,-აცხადებს ,,გრანდ მოლის" მმართველი ნატო დანელია.
,,გრანდ მოლის" თანამშრომლები სახელმწიფოს მხრიდან ლეგარული ბიზნესის გვერდით დგომას მოითხოვენ, რადგან მათივე თქმით, ისინი სახელმწიფოს საშემოსავლოს უხდიან და ეს გადასახადი საკმაოდ მაღალია. მათივე თქმით, ოთხი წელია, რაც ისინი აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად იბრძვიან.
,,ათეულობით წერილი შევიტანე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე მერიის ზედამხედველობის სამსახურში, თუმცა ჯერ არავინ დაგვხმარებია,-" აცხადებს დანელია.
,,გრანდ მოლის" თანამშრომლების თქმით, თუ სახემწიფო ლეგარულ ბიზნესს გვერდით არ დაუდგება, ისინი გაჩერებას აღარ აპირებენ. აქციის მონაწილეები ქუჩის გადაკეტვას არ გეგმავენ და აცხადებენ, რომ პროტესტს კანონის ფარგლებში გამოხატავენ და სწორედ ასეთივე კანონიერ ქმედებას ელიან სახელმწიფოდანაც.
როგორც აღნიშნულ ტერიტორიაზე მყოფი გარე მოვაჭრეები აცხადებენ, სავაჭრო ობიეტში დასაქმებული ადამიანების მოთხოვნა სამართლიანია, თუმცა ისინი თავიანთ გამოუვალ მდგომარეობაზე საუბრობენ და სახელმწიფოსაგან დახმარებას ითხოვენ.
ნათია სვანიძე