'რუსთაველი პოლონეთში'-ქუთაისელი და პოლონელი ახალგაზრდების დაახლოებისათვის
Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'რუსთაველი პოლონეთში'-ქუთაისელი და პოლონელი ახალგაზრდების დაახლოებისათვის

თარიღი : 25-04-2016, 12:25 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისელი და პოლონელი ახალგაზრდების დაახლოება და ორ ერს შორის კულტურების უკეთ გაცნობა,- ასეთია იმ პროექტის სახელწოდება, რომელსაც "რუსთაველი პოლონეთში" ჰქვია და შოთა რუსთაველის საიუბილეო წელთან დაკავშირებით ხორციელდება. შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წელი გავიდა.

პროექტი გასული წლის ოქტომბრის თვეში საქართველოს ახალგაზრდული ინიციატივების ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ ლოძიდან დაიწყო. მის ფარგლებში "ვეფხისტყაოსნის" პოლონური თარგმანის კალიგრაფიულად გადაწერაა დაგეგმილი.

,,ვეფხისტყაოსანი პოლონურად რამდენიმე გზის არის ნათარგმნი როგორც პროზაულად, ასევე პოეტურად, მაგრამ ეს ყველაფერი წლების წინ გაკეთდა და სამწუხაროდ, ეს თარგმანები საბიბლიოთეკო თაროზე შემოდებულ თარგმანებად დარჩა,"- აცხადებს პროექტის ორგანიზატორი შალვა კამლაძე.

აღნიშნული პროექტი ახალგაზრდობის ჩართულობით ხორციელდება. მონაწილეობას პოლონური ლიცეუმებების მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასის ახალგაზრდები იღებენ. სწორედ მათ დაიწყეს ,,ვეფხისტყაოსნის" კალიგრაფიულად გადაწერა. ასევე, პროექტი მოიცავს ვიზიტს პოლონეთის რესპუბლიკაში, რის შედეგადაც თითოეულ ქალაქში ათი საუკეთესო კალიგრაფიის ავტორი გამოვლინდა.

როგორც შალვა კამლაძე ამბობს, პროექტი მიზნად ქუთაისელი და პოლონელი ახალგაზრდების დაახლოებას და ორ ერს შორის კულტურების უკეთ გაცნობას ემსახურება. აღნიშნულ პროექტში 10 ქალაქია ჩართული.

"21 აპრილს, პოლონეთის რესპუბლიკის სამ ქალაქში- ზანოსწში, ტორონსა და ვროდსლავში ვიზიტი იგეგმება. ვროდსლავი წელს ევროპული კულტურის დედაქალაქია და აქ ქართული კულტურის წარმოდგენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ქალაქ ზანოსწს, აქ ქალაქის მერიის პატრონაჟით ქართველი და პოლონელი ახალგაზრდების კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. მათ შორის არის ცნობილი კალიგრაფისტი ფიქრია ჭაბუკიანი,რომელიც საქართველოდან წარდგენილი კალიგრაფიული ნაშრომების ავტორია. რაც ყველაზე მთავარია, ეს პროექტი არ არის ცალმხრივი და თუ რუსთაველის პოპულარიზაცია ხდება პოლონეთში, ამას აქვს გაცვლითი ხასიათი და საქართველოში მოხდება ადამ მიცკევიჩის ნამუშევრების პოპულარიზაცია,"-აცხადებს შალვა კამლაძე.

ადამ მიცკევიჩის ეპიკური პოემა "პანთადეოსი" ნახევარი საუკუნის წინ ქუთაისელმა ლიტერატორმა ნოდარ უგრეხელიძემ თარგმნა. ამ შემთხვევაში, ქართული მხარე პოემის კალიგრაფიულ გადაწერას ახორციელებს, როელშიც ქუთაისის რამდენიმე სკოლის მოსწავლე და თავად ფიქრია ჭაბუკიანი ღებულობს მონაწილეობას.

ასევე, ცალკე გამოფენად მზადდება მიცკევიჩის ქართული ხელნაწერები, რომელიც ცოტა მოგვიანებით როდსლავში გამოიფინება.

,,მიცკევიჩი საქართველოში მესამე წელია ხორციელდება და პოლონეთის სხვადასხვა ქალაქების მერებისაგან ყოველწლიურად ჩამოდის სამახსოვრო საჩუქრები, სუვენირები და ამ ყველაფერს გადავცემთ ქართველ ახალგაზრდებს,"-აცხადებს კამლაძე.

შალვა კამლაძის თქმით, ასევე ხორციელდება პროექტი-ლექსი კედელზე, რომელიც მსოფლიო კლასიკოსების, ასევე ქართველი თანამდეროვე და დამწყები ახალგაზრდა პოეტების შემოქმედების პოპულარიზაციას სტრიტარტის მეშვეობით გულისხმობს.

"აღნიშნული პროექტი 10 აპრილს დაიწყო და იმ დროს დაემთხვა, როდესაც თეთრი ხიდის ფესტივალი გაიმართა ქუთაისში. აღნიშნულ ფესტივალზე ახალგაზრდა პოლონური ჯგუფები იყვნენ ჩამოსული.

ასევე, ქუთაისში გრიშაშვილის 31 ნომერში, ქუჩაში კედელზე გავხსენით პოლონელი პოეტის ადამ მიცკევიჩის ლექსი კედელზე, რომელიც არა მხოლოდ პოლონერი ავტორის, არამედ ქართველი ავტორის პოპულარიზაციას, არამედ ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაციას გულისხმობს.

ლექსი კედელზე-ს გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა პოლონური x-ფაქტორის გამარჯვებულმა კლაუდია გავორმა მიიღო.

შეიძლება ითქვას, რომ სუფთა მნიშვნელობით, ბაგრატის გარდა ქუთაისის არეალში არც ერთი ტურისტული სანახაობა არ არის. ამიტომ ჩვენ უნდა შევქმნათ ქუთაისის ქუჩებში ის პატარა დეტალები, რომლებიც საინტესო იქნება ტურისტისათვის,"-აცხადებს კამლაძე.

კამლაძის განმარტებით, არის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ქუთაისური შარდენის მოწყობა. მისივე განცხადებით, ქალაქის ხელისუფლების წინაშე იმ საკითხის დაყენება იგეგმება, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი ქუჩის ჩაკეტვას (შეილება ეს იყოს გრიშაშვილის ქუჩა) გულისხმობს. აღნიშნულ ადგილას ქუთაისელი საზოგადოება, ასევე ტურისტები შეიკრიბებიან. როგორც შალვა კამლაძე ამბობს, აღნიშნული ღია კაფეების განვითარებას შეუწყობს ხელს.

,,ქუთაისის აეროპორტში იმატებს ფრენების რაოდენობა სხვადასხვა ქვეყნიდან და თუ ქუთაისს აქვს პრეტენზია მიიღოს ტურისტი, მსგავსი ქმედება და ღია ადგილების მოწყობა აუცილებელია,"- აცხადებს კამლაძე.

ნათია სვანიძე


ნანახია: 996-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რუსთაველის საიუბილეო ღონისძიებები პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდული ინიციატივების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
ახალგაზრდა პოეტების მონაწილეობით პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მორიგი ლიტერატურული მარათონი გაიმართება.
საღამოს თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე ესწრებოდა.
მოსწავლეებს ასევე ის საუჩქრებიც გადაეცათ, რომელიც პოლონეთის ქალაქების პოზნანისა და ოლშტინის მერებმა გამოგზავნეს.
"მეგობრობის არტ -ფაქტი"-ს ფარგლებში შემაჯამებელი გამოფენა 7 ოქტომბერს, ქალაქის ცენტრში, ღია ცის ქვეშ გაიმართება, ხოლო გამოფენაზე
საქართველოს პარლამენტის წევრი და წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი სოციალურ ქსელში ანგელა მერკელის ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გავრცელებულ
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
მერიასთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ამინდი