'კარგ სანახაობას ვაჩვენებთ ქართულ საფეხბურთო სამყაროს',-დაძაბული მატჩის მოლოდინი ვანში
თარიღი : 25-04-2016, 11:04 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

26 აპრილს, 16:00 საათზე საფეხბურთო კლუბი "სულორი ვანი" მეორე ლიგის მეორე წრის მთავარ შეხვედრას ბაღდათის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ "საირმესთან" გამართავს.
შეხვედრა ვანში, გრიგოლ ნიკოლეიშვილის სახელობის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება. საფეხბურთო მატჩს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ხურციძე დაესწრებიან.
"ყველა ვანელმა და გუნდის ყველა გულშემატკივარმა კარგად იცის, თუ როგორი მნიშვნელოვანი და პრინციპულია ეს შეხვედრა ჩვენთვის. შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში ბაღდათში ჩატარებულ შეხვედრაზე "სულორმა" "საირმე" ანგარიშით 0:2 დაამარცხა. ხვალ, 16:00 საათზე ვანის ცენტრალური სტადიონი ვანელი გულშემატკივარით გაივსება და კარგ საფეხბურთო სანახაობას ვაჩვენებთ ქართულ საფეხბურთო სამყაროს," - ნათქვამია საფეხბურთო კლუბ ვანის "სულორის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.