Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა შეცვალა ხარაგაულში კობა ლურსმანაშვილმა და რით აპირებს თავის დამახსოვრებას მოსახლეობისათვის?

თარიღი : 25-04-2016, 10:44 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ინტერვიუ   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელთან კობა ლურსმანაშვილთან, რომელიც სააგენტოს მკითხველს მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობაზე, პრობლემებსა და მიღწეულ წარმატებებზე ესაუბრება.
რა მდგომარეობა დაგხვდათ ხარაგაულში, როდესაც გამგებელი გახდით და დღეს რა სიტუაციაა?


-ხარაგაულში, როდესაც მე შევუდექი გამგებლად საქმიანობას, გავლილი წინა 10 წელი გამორჩეული იყო პრაქტიკულად სახელმწიფოებრივი ექსტრემიზმით. ადამიანებს პრაქტიკულად თავს ჰქონდათ მოხვეული ტოტალიტარიზმის გამოვლინების ყველა ფორმა და დაშინებულები იყვნენ. მათ არ ჰქონდათ საკუთარი ნების გამოხატვის შესაძლებლობა. ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ მოხერხდა ის, რომ ეს ადამიანები საუბრობენ. მე ოპონენტები მყავს საჯარო სპექტრიდანაც, რომელთაც არ ეშინიათ დენის და არ ეშინიათ იმის, რომ დაკარგავენ სამსახურებს. ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, ბოლო 3 წელში რაც გაკეთდა, ერთად აღებული ბოლო წლების განმავლობაში არ გაკეთებულა ხარაგაულში, თუმცა ზოგ შემთხვევაში გვაკრიტიკებენ ოპონენტები, რომ რაღაც ხარისხიანი არ არის, რაღაც დროულად არ გაკეთდა და ა.შ.

ძირითადად რა პრობლემებს უჩივის ხარაგაულის მოსახლეობა და რას აკეთებს მუნიციპალიტეტის გამგეობა ამ პრობლემების გადააჭრელად?
როგორც ყოველთვის მოსახლეობის პრობლემა დასაქმებაა. ამის გადაწყვეტა მხოლოდ საჯარო სპექტრში დასაქმებით ვერ მოხერხდება, ამისთვის საჭიროა მცირე მეწარმეობის განვითარება. კერძო სექტორში უნდა მოხდეს ადამიანებისთვის სამუშაოს შექმნა და ამაზე ჩვენ ვზრუნავთ. ხარაგაულში ბოლო წლებში უკვე რამდენიმე კოოპერატივი დარეგისტრირდა, რამდენიმე მცირე საწარმო შეიქმნა და აქ, რა თქმა უნდა, ადამიანების დასაქმება მიმდინარეობს. ჩვენთვის ნომერ პირველი პრობლემა იყო საავადმყოფოს არ არსებობა. მოხდა თანამედროვე სტანდარტების ამბულატორიის აშენება, რომელიც ფუნქციონირებს, ხოლო ამ ეტაპზე მიმდინარეობს საავადმყოფოს მშენებლობა, რომელიც უკვე აგვისტოში გაიხსნება. ეს იყო ხარაგაულელებისათვის ის დაპირება, რაც გაიცა ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების დონეზე. ხარაგაულში აშენდა ძალიან ბევრი საბავშვო ბაღი. პრაქტიკულად ჩვენ 7 ახალი ბაღი ავაშენეთ ისეთ სოფლებში, სადაც საერთოდ არ იყო ის. ხარაგაულში უკვე გვაქვს იუსტიციის ორი საზოგადოებრივი სახლი და მალე დასრულდება მესამეს მშენებლობა. მალე ხარაგაულელებს არ დასჭირდებათ რამდენიმე კილომეტრის გავლა იმისთვის, რომ ელემენტარული ბანკის მომსახურება მიიღონ. რაც შეეხება წყლის სისტემებს, ის პრაქტიკულად არა არსებობდა ხარაგაულში. როდესაც წყალი არაა მიწის ზემოთ საიდანაც შეიძლება მიაწოდო მოსახლეობას, ერთადერთი გზა ვნახეთ ის, რომ გავბურღეთ მიწა, მიწიდან ამოვიღეთ წყალი და ზოგ სოფელს ასე მივაწოდეთ. ჭაბურღილის გაკეთება, ვფიქრობ, წელსაც იქნება ჩვენი პრიორიტეტი. კულტურული ობიექტებიც მინდა გამოვყო. მინდა აღვნიშნო კინოთეატრი, რომელიც არის შესანიშნავ მდგომარეობაში და ფუნქციონირებს. მალე დაგვემატება ღია ამფითეატრი, ახალი ბიბლიოთეკა და ახლად რეაბილიტირებული სამუსიკო სკოლა. მოვახერხეთ კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია და მრავალი სოფლის ცენტრალური კლუბების რეაბილიტაცია. ბევრგან სოფლებში მოვახერხეთ უფასო მასწავლებლების შეყვანა, რომლებიც იქ მცხოვრებ ბავშვებს ფულს არ ახდევინებენ, რომ ასწავლონ ცეკვა, სიმღერა და ა.შ. რაც მთავარია, ხაზს გავუსვამდი იმას, რომ ხარაგაულში გზების ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს ძალიან სწრაფი ტემპით. ჩვენ 5 ისეთ სოფელში გავაკეთეთ მობეტონება, მოასფალტება, სადაც არასოდეს არ იყო გზა. გზას მიყვება გარეგანათება და ეს ყველაფერი იწვევს ხარაგაულელების კმაყოფილებას. პრობლემები რა თქმა უნდა არის და ბევრი მუშაობა მოგვიწევს მათი დაძლევისთვის, მაგრამ ის, რაც გაკეთდა არის თვალსაჩინო და ეს ადამიანები არიან კმაყოფილები.

რამდენად ხშირად ხვდება კობა ლურსმანაშვილი ხარაგაულის მოსახლეობას და რეაგირებას ახდენს მათ საჭიროებებზე?
- მე სულ ვხვდები მოსახლეობას ან გასვლითი ფორმატით სოფლებში ან სამსახურში. მიუხედავად იმისა, რომ მიღების დღე მხოლოდ ორი მაქვს, ყველამ იცის, რომ ჩემთან შეხვედრა თავისუფლად შეუძლიათ, განსაკუთრებით სამუშაო საათების შემდგომ. პრობლემაზე როდესაც მოდის ადამიანი და საუბრობს, ის პრობლემა უნდა მოუგვარო მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკური შეხედულებისაა. როგორ შეიძლება გამოვარჩიოთ ადამიანი, რომელსაც აქვს სახლთან მისასვლელი გზის პრობლემა, რომელიც სტიქიით დაზარალებულია. ახლა რა ვქნათ, ვიკითხოთ რომელი პოლიტიკური შეხედულების არის და მერე დავეხმაროთ? ესე არ გამოირჩევა არავინ ხარაგაულში და არც არასდროს გამოვარჩევთ ჩვენი ხელისულებაში ყოფნის პერიოდში. ჩვენ ვამბობთ, რომ ყველას თანაბრად ჰქონდეს ხელმისაწვდომობა იმ სიკეთეზე, რაც ხარაგაულში არსებობს. ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაწერილი თანხები იყოს სამართლიანად განაწილებული და შეგვეძლოს ყველას პრობლემას მივწვდეთ. სამწუხაროდ იმ თანხების ფარგლებში რაც გაგვაჩნია (11-12 მილიონი ლარი), ჩვენ ყველას პრობლემის აღმოფხვრას ვერ ვახერხებთ. ჩვენც ვიცით, რომ ხარაგაულის მოსახლეობას აქვს პრობლემები და ვაგვარებთ ამ პრობლემებს შეძლებისდაგვარად, მაგრამ ისინი, ვინც ამას ყოველდღიურ რეჟიმში შეგვახსენებენ, ვეკითხები მათ, რა გააჩნიათ მათ, კვერთხი აქვთ, რომელსაც აიქნევენ და ეს პრობლეები მოგვარდება? უბრალოდ ის, რაც მოგვარებადია, გვარდება. ის, რაც მოგვარებადი არ არის, ვინმეს პოლიტიკური სპეკულაციის თემა არ უნდა გახდეს და არავინ უნდა შეიყვანოს მოსახლეობა შეცდომაში იმით, რომ „მე მოვალ და ამას დღესვე მოგიგვარებ“.

სოფელ სახვლარზე რას მეტყვით, სადაც მოსახლეობას შუქი ათეული წლების განმავლობაში არ ჰქონდა?

-600 მეტრზე იქით "ენერგო პრო ჯორჯია" ხაზს არ აშენებს და ელექტროენერგიას არ აწვდის მოსახლეობას. ხოლო ჩვენ, თვითმმართველობას ამის გაკეთების უფლება არ გვაქვს. კანონმდებლობით გვეკრძალება ფული დავხარჯოთ. ესე იგი ორ უკიდურესობაში ვარ. ამიტომ, ბევრი ფიქრის შემდეგ ვნახეთ გამოსავალი. ბევრი ბარიერის შემდეგ, დავარეგისტრირეთ გარე განათების სისტემა, რომელსაც არ გვიკრძალავს კანონი. გარე განათება მივიყვანეთ მაღალმთიან სოფელში, რათა შემდეგ იქ მოსახლეობამ მიიღოს ელექტროენერგია. ამით ორი საქმე ერთად გაკეთდა.

თქვენი აზრით, რა კვალს დატოვებს თქვენი გამგებლობა ხარაგაულში და რამდენად დაამახსოვრდებით მოსახლეობას?
-სიტუაცია უნდა შეარჩიო შენ თვითონ და იფიქრო, რა უნდა გააკეთო ისეთი, რითაც შენს კვალს დატოვებ ამა თუ იმ სფეროში. მე მაგალითად მიმაჩნია, რომ საუკუნის პროექტი, რომელიც გაკეთდა ,სახვლარი იყო. ხარაგაული დასუფთავების მხრივ ერთ-ერთი გამორჩეული მუნიციპალიტეტია. შემოვიტანეთ ალტერნატიური ბუნკერები და პოლიეთილენის, როგორც დიოქსინების წარმოშობის საშიშროება გარემოში შევზღუდეთ. ჩემი გამგებლობის პერიოდში ხარაგაულს მოუგვარდა საავადმყოფოს პრობლემა. ყველაზე მეტად რისი სურვილიც მაქვს არის, რომ ზვარეში ახალგაზრდული ცენტრის შევქმნა. ეს იქნება რეგიონალური და უფრო დიდი მასშტაბის და ამას თუ მოვახერხებ, ნამდვილად იქნება ჩემი სახელი ახალგაზრდებში მუდამ სასაუბრო თემა. ამ ეტაპზე ხარაგაულში უპირველესი თემა ჩუმათელეთი-ფონა-ხარაგაულის გზის რეაბილიტაციაა. არ მოვისვენებ მანამ, სანამ ეს პრობლემა არ იქნება მოწესრიგებული.

ესაუბრა მარუსა ხურციძე


ნანახია: 3032-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის გუბერნატორმა ხარაგაულში შესრულებული სამუშაოები ჩაიბარა.
პრემიერის თქმით, ლურსმანაშვილი საქართველოს პარლამენტში ხალხის ხმამაღალი ხმა იქნება.
სამინისტროს წარმომადგენლებმა, იმერეთის გუბერნატორმა და ხარაგაულის გამგებელმა ხარაგაულში საავადმყოფოს განთავსების რამდენიმე
მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია Black Sea Group განახორციელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ საბეში მცხოვრები მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავს.
სამტრედიაში ქართული ოცნების წევრის სახლი გაქურდეს.

ამინდი