Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქალბატონებისგან განებივრებული და 'დაჩაგრული' პოლიტიკური პარტიები ქუთაისში

თარიღი : 25-04-2016, 09:42 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, სტატიები   
topnews.com.ge
,,მეტი ქალი პარლამენტში", ,,მეტი ქალი პოლიტიკაში,"-დიდი ხანია, რაც საზოგადოებას პოლიტიკური პარტიების თუ ამავე საზოგადოების მხრიდან მსგავსი გზავნილები ესმის. კიდევ უფრო დიდი ხანია, რაც საზოგადობაში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის შესახებ ფიქრი და საუბარი მიმდინარეობს.

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge დაინტერესდა რა მდგომარეობაა გენდერის კუთხით პოლიტიკური პარტიების ქუთაისის ორგანიზაციებში. აქვთ თუ არა პარტიებს ქალთა ორგანიზაციები და რამდენად აქტიურად არიან ისინი ჩართული პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ საქმიანობაში.

როგორც Topnews.com.ge-მ გაარკვია, ქუთაისში, პოლიტიკური პარტიების უმრავლესობას ქალთა ორგანიზაციები არ აქვს. მათივე თქმით, ესაა სიახლე, რომელზე მუშაობაც მიმდინარეობს.

ახალი პოლიტიკური ცენტრი- ,,გირჩი"-ს ქალთა ორგანიზაცია არ აქვს, თუმცა მათივე თქმით, პარტიაში არსებობს გოგონებისაგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი.

ქალთა ორგანიზაციების არსებობა ამ ეტაპზე ,,თავისუფალი დემოკრატებისათვის" უცხოა, თუმცა პარტიის წარმომადგენლების თქმით, მსგავი ორგანიზაცია მომავალში აუცილებლად იარსებებს.

,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსში" ამბობენ, რომ მათ პარტიას ოფიციალურად ქალთა ორგანიზაცია არ აქვს.

,,თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლის გოგი წულაიას თქმით, მათ ქალთა ორგანიზაცია არ აქვთ, თუმცა მისივე თქმით, ეს დაინტერესების დაბალი მაჩვენებლის ბრალია. წულაიას განცხადებით, ქალბატონები "თავისუფალ საქართველოს" სხვა პარტიებს ფულადი დაინტერესების გამო ამჯობინებენ.

პოლიტიკური პარტიების ქუთაისის ორგანიზაციების საკმაოდ მცირე ნაწილს აქვს ქალთა ორგანიზაციები. მათ შორისაა ,,დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო". როგორც პოლიტიკური პარტიის ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ნატო უგრეხელიძემ განაცხადა, აღნიშნული ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. მისივე თქმით, ისინი ხშირად გადიან სხვადასხვა ობიექტზე, აწყობენ მოსახლეობასთან შეხვედრებსა და სტუმრობენ ბავშვთა სახლებს. რაც შეეხება ბოლო აქტივობებს, როგორც უგრეხელიძე ამბობს, მათ ერთხელ უკვე ჩააბარეს სისხლი ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის და უახლოეს მომავალშიც გეგმავენ მსგავს ღონისძიებას.

ქალთა ორგანიზაციის ჩამოყალიბება მიმდინარეობს კოალიცია "ქართულ ოცნებაში". როგორც კოალიცია ,,ქართული ოცნების" წარმომადგენელი ნინო ყურუა ამბობს, ჯერჯერობით ძირითადი ბირთვი იქმნება, რომელიც შემდგომში სხვადასხვა აქტივობას, მათ შორის ტრენინგებს და მრგვალი მაგიდის ირგვლივ დისკუსიებს განახორციელებს.

ერთი თვეა, რაც ,,საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ" ქალთა ორგანიზაცია შექმნა. როგორც პარტიის წარმომადგენელმა მაია ხელაძემ განაცხადა, ქალთა ორგანიზაცია მასშტაბური მუშაობის დაწყებას ცდილობს. მისივე განმარტებით, მასშტაბურ მუშაობაში კეთილი საქმის კეთება და ადამიანების დახმარება იგულისხმება.

რაც შეეხება "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი მაია კვინიკაძე ამბობს, პარტიაში ქალთა ორგანიზაცია ახალი შექმნილია და ამ ეტაპზე, საუბარი რაიმე გეგმებსა თუ უკვე განხორციელებულ აქტივობებზე, ნაადრევია.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პარტიების ქუთაისის ორგანიზაციები ქალების პოლიტიკაში ყოფნას მხარს უჭერენ, მათ ქალთა ორგანიზაციები ან საერთოდ არ ჰყავთ ან მათი მუშაობა ძირითადად შიდა სტრუქტურის ჩამოყალიბებით შემოიფარგლება.

ნათის სვანიძე


ნანახია: 1391-ჯერ

მსგავსი სიახლეები
,,დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველოს" ქუთაისის ოფისის ქალ წარმომადგენლებთან შეხვდერა გაიმართა.
ქალთა გაერთიანების პრეზენტაცია დღეს, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოხდა.
პოლიტიკური პარტიები გენდერის თემაზე თავიანთ დამიკიდებულებას გამოხატავენ.
ქუთაისში ქალთა პოლიტიკური ჩართულობისათვის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
"ქალთა მიმართ ძალადობა დანაშაულია", - აღნიშნული სლოგანით მოწყობილ აქციაში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის
გენდერული თანასწორობის ქსელის ორგანიზებით, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში თემაზე: 'ქალების მონაწილეობა პოლიტიკაში'
აღნიშნული რეგულაცია ნოემბრიდან მხოლოდ კომერციულ ბანკებს, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან კი ყველა სესხის გამცემ სუბიექტს შეეხება.
იმერეთის გუბერნატორს სამი მოადგილე ეყოლება.
ბავშვები კლინიკაში იგივე სიმპტომებით მოხვდნენ, რაც წინა შემთხვევებში.

ამინდი