იტვირთება

ქუთაისი-ხონის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილ პატარა გაბრიელს დღეს დაკრძალავენ

ქუთაისი-ხონის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილ პატარა გაბრიელს დღეს დაკრძალავენ

ქუთაისი-ხონის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ პატარა გაბრიელს დღეს დაკრძალავენ. 

"საშინელი ტრაგედია დატრიალდა ჩვენს თავს 7 მაისს. დავკარგეთ 31 წლის ჩვენი ლამაზი თეო. 4 თვე იბრძოლა სიცოცხლისთვის ჩვენმა ანგელოზმა გიომ, მაგრამ დაუნდობელმა სიკვდილმა არ დააცალა ჩვენთან ყოფნა და წაგვართვა ჩვენი ღიმილა 14 წლის გიოოო. 5 თვე იბრძოლა ჩვენმა გმირმა პატარა გაბრიელმა, რომ ჩემს მშობლებს შევუმსუბუქებ დარდსო, მაგრამ მასაც მოერია ეს დაუნდობელი სიკვდილი და წაგვართვა ჩვენი თვალებბრიალა 1 წლის 6 თვის გაბრიელი.

რატომ არ შეგრცხვა სიკვდილო, რომ მშობლებს ორივე ანგელოზი მოგლიჯე გულიდან. რა ჰქნას გაუბედურებულმა მშობლებმა, როგორ უნდა გაძლონ გიოს და გაბრიელის გარეშე, რით ვანუგეშოთ ან ჩვენ როგორ გავძლოთ ამ ტკივილთან. რატომ გქონდათ ასეთი ბედისწერა ჩვენო ანგელოზებო. 

სიტყვებს ვერ ვპოულობ, აზრებს ვერ ვაწყობ, ეს ისეთი ტკივილია, რომელსაც არც სახელი აქვს, არც საწყისი და არც დასასრული. ტკივილი, რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება. ზეცაში ნაადრევად გაგვიფრინდით ანგელოზებო. ვაი ჩვენს სიმწარეს. მენანებით ბებოო, თქვენი სხეული მიწამ როგორ უნდა შეჭამოს.

დღეს ჩვენო თვალებბრიალა გაბრიელო ცივ სამარეს უნდა მიგაბარონ ბებოო, როგორ უნდა გაგიმეტონ, როგორ,"-წერს ოჯახის ახლობელი.


ტეგები:

Facebook - კომენტარები