Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქუთაისში მიმდინარე მშენებლობებში მაღალჩინოსნების ინტერესები იკვეთება" [VIDEO]

თარიღი : 24-04-2016, 12:36 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მოსახლეობა ბუხაიძის #18-ში და "ოქროს ჩარდახთან" წამოწყებულ მშენებლობას აპროტესტებს. მათ საკრებულოს წევრებიც უჭერენ მხარს.

ქალაქის საკრებულოს "რესპუბლიკელი" წევრი ნატო ქათამაძე აცხადებს, რომ მშენებლობა მიმდინარეობს ორ სადავო ფართზე - ბუხაიძის #18-ში მდებარე სკვერში და "ოქროს ჩარდახის" მიმდებარედ. ბუხაიძის #18-ში წამოწყებულ მშენებლობასთან დაკავშირებით საჩივარი გენერალურ ისპექციაშია შესული, თუმცა პასუხის მიღება ჭიანურდება.

როგორც "პირველ პრესკლუბში" ნატო ქათამაძემ განმარტა, ამ ობიექტებთან და მათ გასხვისებასთან არაპირდაპირი კავშირი აქვთ ქალაქის ერთ-ერთ პროკურორ ჯუბა ლელაძეს და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ნიკა ლატარიას დედა დალი ლატარიას.

მისივე თქმით, ქუთაისში 14 ობიექტი ჯერ კიდევ 2007 წელს გასხვისდა, თუმცა მშენებლობის ნებართვა ახალი ხელისუფლების პერიოდში გაიცა. ქათამაძე ამბობს, რომ ბუხაიძის #18-ში მდებარე ფართი მიზერულ ფასად შეიძინა ჯუბა ლელაძის მაშინდელმა მძღოლმა თეიმურაზ ჭოხონელიძემ.

"ჩვენი ხელისუფლების დროს მოხდა ის, რომ ჭოხონელიძემ გაყიდა თავისი წილი, რომელიც იყიდა ბინათმესაკუთრეთა ასოციაცია "ერთობამ", რომელის ერთ-ერთი დამფუძნებელი არის ამავე პროკურორის ოჯახის წევრი. მაშინაც და დღესაც, ეს ბატონი იყო თანამდებობაზე, პირდაპირი კავშირი მისი აქ არ არის, მაგრამ არსებულ ინფორმაციას მივყავართ მასთან",- განაცხადა ნატო ქათამაძემ.

ის ეჭვობს, რომ გენერალური ინსპექცია სწორედ იმიტომ აჭიანურებს საქმის განხილვას, რომ საქმეში მოქმედი პროკურორის ინტერესები იკვეთება.

აღსანიშნავია, ისიც რომ ბუხაიძის #18 ის ადგილია, სადაც ახლომდებარე კორპუსების საკანალიზაციო სისტემის მთავარი აუზი მდებარეობს. სწორედ ამიტომ, ნატო ქათამაძისათვის გასაკვირია, რატომ გასცა მერიამ ამ ადგილზე რვასართულიანი კორპუსის აშენების ნებართვა.

ნატო ქათამაძე ამბობს, რომ ამ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები გუშინ დილის 7:00 საათზე განახლდა, რასაც მოსახლეობა კვლავ აპროტესტებს.

"გუშინ დილის 7:00 საათზე სამშენებლო სამუშაოები განახლდა ბუხაიძის #18-ში მდებარე სკვერში, სადაც რამდენიმე თვის წინ მათი ჩარევითა და მოსახლეობის პროტესტის შედეგად შეჩერდა მშენებლობა და საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა. ასეთივე მდგომარეობაა "ოქროს ჩარდახის" მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც შპს "ანასტასიას" გადაეცა სამი ოთარის ძეგლთან არსებული ფართის სანაცვლოდ. "ოქროს ჩარდახი" კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია",- აცხადებს საკრებულოს წევრი.

ნატო ქათამაძის ინფორმაციით, აქ სამშენებლო სამუშაოების წამომწყებია შპს "ანასტასია", რომლის მეწილეც არის საკრებულოს თავმჯდომარის ახლანდელი მოადგილის ნიკა ლატარიას დედა დალი ლატარია.

"ქუთაისის მოსახლოებას მინდა მივმართო, რომ ქალაქის ხელისუფლება ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შესაძლოა პირდაპირ კავშირში არ იყოს, მაგრამ მაინც გამოდის დამნაშავე, რადგან გასცა ნებართვა. მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ მსგავსი ტიპის სადავო ფართებს იქნებ უფრო ფრთხილად მოეკიდოს. მე მივმართე ჩემს კოლეგებს, შექმნილიყო დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებდა ბოლო 10 წლის მანძილზე გასხვისებული შენობების და მიწის ნაკვეთების კანონიერების საკითხზე. ერთი წელია მიდის ამაზე საუბარი და ბოლოს მივედით იმ დასკვნამდე, რომ ეს აუცილებელია. საკრებულომ გასულ კვირაში ბიუროზე ეს საკითხი ამოიღო დღის წესრიგიდან, მაგრამ იმედი მაქვს ამ ოთხშაბათს ეს არ განმეორდება",- განაცხადა ნატო ქათამაძემ.



ნანახია: 2924-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ლატარიას მიერ ჯგუფის დატოვება საკრებულოს დამოუკიდებელი წევრის ნატო ქათამაძის შენიშვნების საფუძველზე მოხდა.
ქათამაძე პრემიერს მოუწოდებს, რომ ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში არსებული მდგომარეობით დაინტერესდეს, აღმოფხვრას
გარჩევა დეპუტატებს შორის ქუთაისის საკრებულოში.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დეპუტატებს შორის გარჩევებს დაეთმო.
ნატო ქათამაძე მოსახლეობას აღნიშნული საკითხის სიღრმისეულად შესწავლას და წყალმომარაგების კომპანიასთან შუამდგომლობის წერილის

ამინდი