ქუთაისში, უბნებს შორის ფეხბურთში ტურნირი გაიმართა
თარიღი : 23-04-2016, 19:58 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში, კახიანოურის ტერიტორიაზე ახლად რეაბილიტირებულ მინი მოედანზე ფეხბურთში, უბნებს შორის ტურნირი გაიმართა. შეჯიბრში 15 წლამდე ასაკის ბავშვები იღებდნენ მონაწილეობას. ტურნირში ასევე სპორტული გუნდებიც ჩაერთნენ. გამარჯვება საფეხბურთო კლუბ ,,ბაგრატის“ აღსაზრდელებმა მოიპოვეს. გამარჯვებულ გუნდს პრიზები და გარდამავალი თასი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალმა და პარლამენტარმა ომარ ნიშნიანიძემ გადასცეს. ტურნირი კახიანოურის ადმინისტრაციული ერთეულის მიერ იყო ორგანიზებული.
გასულ წელს ქუთაისში 12 მინი მოედნის რეაბილიტაცია მოხდა, რისთვისაც 260 000 ლარი დაიხარჯა. მიმდინარე წელის ბიუჯეტში მერიამ ამ მიმართულებით 350 000 ლარი გაითვალისწინა.
გასულ წელს ქუთაისში 12 მინი მოედნის რეაბილიტაცია მოხდა, რისთვისაც 260 000 ლარი დაიხარჯა. მიმდინარე წელის ბიუჯეტში მერიამ ამ მიმართულებით 350 000 ლარი გაითვალისწინა.