ზესტაფონში მოსახლეობა სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნას აპროტესტებს

ზესტაფონში, მაჭავარიანის ქუჩის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ ქუჩაზე მეტადონის პროგრამაში მყოფი პირებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი უნდა გაიხსნას.
ადგილობრივები აღნიშნულ ქუჩაზე სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნას არამიზნობრივად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ასეთ მჭიდროდ დასახლებულ ადგილში მსგავსი ცენტრი არ უნდა იყოს.
,,ნარკოლოგიური ცენტრის ფუნქციონირება ამ ადგილზე შეუძლებელია. არავინ იფიქროს, რომ ჩვენ წინააღმდეგი ვართ მსგავის ცენტრის მშენებლობის, მაგრამ ეს სხვაგან, სადაც მჭიდრო დასახლება არ არის, იქ უნდა გაკეთდეს“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები .