Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვინ გეგმავს 'თავისუფალი დემოკრატების' წყალტუბოს ორგანიზაციის თავმჯდომარეზე თავდასხმას?

თარიღი : 23-04-2016, 17:32 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"თავისუფალი დემოკრატების" წყალტუბოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მაია შალამბერიძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. შალამბერიძე აცხადებს, რომ აქვს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც იგეგმება თავდასხმა „თავისუფალი დემოკრატების“ წყალტუბოს რაიონულ ორგანიზაციაზე და კონკტერულად მასზე, როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარეზე.

Topnews.com.ge აღნიშნულ განცხადებას სრულად გთავაზობთ.

"მოგესალმებით მეგობრებო!

მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე წლის 22 მაისს წყალტუბოს №58 საარჩევნო ოლქის სოფელ წყალტუბოს თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება შუალედური არჩევნები.

წყალტუბო პატარა ლამაზი ქალაქია, რომლის მოსახლეობა გამოირჩევა კეთილსინდისიერებით, პატიოსნებითა და სიმართლისთვის ბრძოლით.

გუშინ, 22 აპრილს სანდო წყაროსგან მივიღე ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც იგეგმება „თავისუფალი დემოკრატების“ წყალტუბოს რაიონულ ორგანიზაციაზე და კონკტერულად ჩემზე, როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარეზე ბინძური თავდასხმა.

აღნიშნული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუს) ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნებისგან დავალებული აქვს ჩემი დაკავება და ამით წინასაარჩევნოდ „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ გასატარებელი ადგილობრივი პოლიტიკური პროცესების შეფერხება. ასევე იგეგმება „თავისუფალი დემოკრატების“ ოფისში შემოსვლა და ოფისის გაჩხრეკა ნარკოტიკული ნივთიერებების მოძიების მიზნით. მოხდა ჩემი წარსულის „გადაქექვა“, რომელიც არის სუფთა.

მინდა განვაცხადო, რომ თუ ჩემი მისამართით საუბარი იქნება რაიმე სახის კანონდარღვევაზე ან არაჯანსაღ ქმედებაზე ეს იქნება ჩემი კონკურენტების ბინძური პოლიტიკური თამაშის ნაწილი. პოლიტიკა არ არის ბინძური, ბინძურ პოლიტიკას ატარებენ ადამიანები რომლებსაც არ გააჩნიათ ღირსებისა და ეროვნულობის შეგრძნება. ჩვენ არ გვყავს მტერი, ჩვენ გვყავს პოლიტიკური მოწინააღმდეგეები, რომლებიც უღირსი, წინა ხელისუფლების მეთოდებით ცდილობს არჩევნების პროცესში დესტაბილიზაციის შექმნას.

მე, როგორც რიგით წყალტუბოელს, რომელიც იზიარებს ჩვენს ქალაქში შექმნილ სოციალურ ფონს, მზად ვარ ნებისმიერი მსგავსი პროვოკაციისთვის, რადგან არ გამაჩნია და არასოდეს გამაჩნდა კერძო ბიზნესი და მით უმეტეს ბინძური წარსული.

ვაი იმ საცოდავ ახალბედა პოლიტიკოსებს, ვისაც ასეთი სიბინძურით უნდა ფეხის მოკიდება პოლიტიაკში.

ჩვენ არ გავჩერდებით, წინ ქვეყნის მომავალია, არ შევშინდით წინა ხელისუფლების დროს და არ გვეშინია ახლა,"-აცხადებს მაია შალამბერიძე.


ნანახია: 2731-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პარტიის წყალტუბოს ორგანიზაციის თავმჯდომარემ მაია შალამბერიძემ განაცხადა, რომ მათი პარტიის კოორდინატორ ავთანდილ ედიბერიძეს უცნობმა
მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ალასანიამ წარადგინა.
როგორც პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ქვეყნის პრემიერმა ირაკლი
'თავისუფალი დემოკრატების' ბრალდებებს 'ქართულ ოცნებაში' პასუხობენ.
წყალტუბოს სოფელ წყალტუბოში მიმდინარე წლის 22 მაისს ადგილობრივი შუალედური არჩევნები გაიმართება.
ხელფასის გარეშე დარჩენილი მოქალაქეები აცხადებენ, რომ ანაზღაურებას როგორც კოორდინატორები, ისე დამკვირვებლები ითხოვენ.

ამინდი