ხმაური სამტრედიაში - სოფელ ვაზისუბნის მოსახლეობა შიმშილობას იწყებს

საპროტესტო აქცია სამტრედიაში.
სოფელ ვაზიუსბნის მოსახლეობა მდინარე ხევისწყალზე, კარიერის მოწყობაზე გაცემული ლიცენზიის გაუქმებასა და მდინარიდან, სპეციალური მძიმე ტექნიკის მეშვეობით, ინერტული მასის ამოღებას აპროტესტებს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მდინარის კალაპოტიდან ამოღებული ინერტული მასალის შედეგად, საფრთხე ექმნება საცხოვრებელ სახლებს, ძლიერი წვიმის შედეგად კი შესაძლებელია სახნავ-სათესი მიწებიც დაიტბოროს.
სოფელ ვაზისუბანში მცხოვრებლებმა, დღეს გზაც გადაკეტეს და სატვირთო მანქანებს გადაადგილების საშუალება არ მისცეს. მოსახლეობის თქმით, თუ ორშაბათამდე სამუშაოები არ შეჩერდება, ისინი შიმშლიობას დაიწყებენ.
აქციაზე სამტრედიის გამგებელი ვალერიანე ფოცხვერიაც მივიდა. მისი თქმით, აღნიშნული სამუშაოები გარემოს დაცვის სამინისტროს დასკვნის საფუძველზე მოხდა და გეოლოგებიც საქმის კურში არიან.