უცხო ენების შემსწავლელი ონლაინ კურსი ქუთაისელ ახალგაზრდებს პაატა ბურჭულაძის ფონდისგან
თარიღი : 22-04-2016, 20:39 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „პაატა ბურჭულაძის საქართველოს განვითარების ფონდის“ მხარდაჭერით, კომპანიამ Teach.ge-მ უცხო ენების შემსწავლელი ონლაინ კურსის პრეზენტაცია განახორციელა.
საპილოტე კურსი თავდაპირველად ბათუმში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ქუთაისში დაინერგება. პირველ ეტაპზე სასწავლო პროგრამაში 600 დაინტერესებული პირი ჩაერთვება. პროგრამა ინგლისურის, ფრანგულის და იტალიური ენების შესწავლის ონლაინ კურსებს მოიცავს.
პროგრამა ბათუმში „საქართველოს განვითარების ფონდის“ ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების სტრატეგიული ჯგუფის ხელმძვანელმა ტარიელ ჭულუხაძემ და Teach.ge-ს დამაარსებელმა დავით ვალიაშვილმა წარადგინეს.
პროგრამა ონლაინ სწავლების თანამედროვე, ინოვაციური მეთოდის დანერგვას ითვალისწინებს, რაც მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური ცოდნის მიღების საშუალებას გულისხმობს.