ქუთაისის მერია სოციალურად დაუცველების სააღდგომო ნობათებზე 75 535 ლარს დახარჯავს
თარიღი : 22-04-2016, 19:10 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებს ტრადიციულად, სააღდგომო ნობათებს გადასცემს. როგორც ქუთაისის მერიის სოციალურ სამსახურში აცხადებენ, მიმდინარე წელს 3 033 ბენეფიციარი სააღდგომოდ საჩუქრად 75 535 ლარის ნობათს მიიღებს.
სააღდგომო ნობათების გაცემა 24 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით მოხდება. მანამ კი მერიის ადმინისტრაციული ერთეულები თავად გადასცემენ სოციალურად დაუცველ ოჯახებს შესაბამის დოკუმენტს-სასურსათო ნობათის ტალონს, რომლის საუძველზეც ისინი კუთვნილი სურსათის აღებას.
ერთი ნობათის ღირებულება 24 ლარსა და 50 თეთრს შეადგენს. ნობათის შემადგენლობაში შედის:
ერთი გაყინული ქათამი;
შედედებული რძე;
ერთი ლიტრი ზეთი;
შოკოლადის კანფეტი;
მაიონეზი;
კარაქი;
10 ცალი კვერცხი;
2 კილოგრამი პურის ფქვილი;
პასკა.
ნობათის აღება სოციალურად დაუცველებს ქუთაისში, ხანძთელის ქუჩის N19-ში, რამდენიმე დღეში შეეძლებათ.
ქუთაისის მერის სოციალური სამსახურის განცხადებით, ოჯახებს ნობათები მრავალი წელია გადაეცემათ, თუმცა როგორც აღნიშნულ სამსახურში აღნიშნავენ, ნობათის შემადგენლობა მრავალფეროვანი ბოლო სამი წელია რაც გახდა.
მარუსა ხურციძე