Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

კახა კალაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ომარ ნიშნიანიძის განცხადებას ეხმაურება

თარიღი : 22-04-2016, 17:10 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ომარ ნიშნიანიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ნიშნიანიძემ განაცხადა, რომ ის ქუთაისის ერთ-ერთ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატი იქნება.
კახა კალაძის თქმით, ჯერ სიებზე საუბარი ნაადრევია და შესაბამისად, ჯერჯერობით არავის არ აქვს ინფორმაცია, თუ ვინ, სად და რომელ ოლქში იქნება მაჟორიტარი დეპუტატი.

„ძალიან ხშირად ხდება ამ კითხვის დასმა, თუ ვინ იქნება სიაში. ყველაფერს თავის დროზე გაიგებს ამომრჩეველი და ეს თქვენი მეშვეობით მოხდება. უახლოეს მომავალში, ცნობილი იქნება ყველაფერი. მე არ ვიცი, არ მომისმენია ამ ადამიანის განცხადება, რაც შეეხება სიას და თუ ვინ იქნება "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი, უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი. ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. სამი თვით ადრე დაიწყება საარჩევნო კამპანია, ამაზეც მოხდება შეთანხმება პრეზიდენტთან და შესაბამისად, უახლოეს მომავალში გვეცოდინება, რომელ ოლქში ვინ იქნება კანდიდატი," - აცხადებს კახა კალაძე.


ნანახია: 3249-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კალაძის თქმით, უახლოეს მომავალში როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული სია ცნობილი გახდება.
ვიცე-პრემიერის თქმით, პორტი ქუთაისში ვერ მოეწყობა.
ნიშნიანიძის განმარტებით, მას სურს, რომ ქართულ ოცნებაში დარჩეს, თუმცა თუ მისი ადგილი პარტიაში არ იქნება, ასეთ შემთხვევაში,
როგორც ნიშნიანიძე Topnews.com.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ქუთაისს სამი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად ნიშნიანიძემ განუცხადა.

ამინდი