უსიცოცხლო ხე წერეთლის უნივერსიტეტის ფოიეში
თარიღი : 22-04-2016, 15:26 | კატეგორია: ახალი ამბები

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დედამიწის დღე აღინიშნა.
ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტის ფოიეში სხვადასხვა ინსტალაციისა და ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომლებიც ,,ინსტალატორების კლუბსა" და სკოლის მოსწავლეებსა თუ სტუდენტებს ეკუთვნის.
პოლიეთილენისაგან დამზადებული ინსტალაციები ადამიანის ბუნებაზე ზემოქმედებას აღნიშნავს და მის შესაქმნელად 1000 ცალი ჭიქა, 500 ბუშტი და ერთი გამხმარი ხე იქნა გამოყენებული.
"ეს არის ინსტალაცია, რომელშიც სიცოცხლის წყარო არ ჩანს, იდეაში აქ არის პოლიეთინელის ღრუბლები და ფოთლები, რომელსაც გაფრთხილების ფერი-წითელი აქვს. რაც ნიშნავს, რომ ჩვენი გარემო დანაგვიანების კუთხით საფრთხეშია,"-განაცხადა ინსტალაციის ავტორმა ვეფხვია მხეიძემ.
ღონისძიებაში სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. წერეთლის უნივერსიტეტის პრორექტორის შალვა კირთაძის თქმით, აღნიშნულ პროექტში ბავშვების მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია, რაგდან დედამიწისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ბავშვობიდანვე დიდი ყურადღება ექცევა.
,,ჩვენ ვცდილობთ, მომავალ თაობას ჩავუნერგოთ, რომ დედამიწა ყველა ჩვენგანისათვის არის საერთო, რომლის გარეშეც არ არსებობს სიცოცხლე,"- აცხადებს კირთაძე.
22 აპრილს მსოფლიოში დედამიწის დღე აღინიშნება, რომლის დაწესების მიზანი საზოგადოებაში გარემოსდაცვითი პრობლემების ინფორმირებულობის გაზრდაა. ეს დღე მსოფლიოს 193 ქვეყანაში აღინიშნება.
ნათია სვანიძე