ქუთაისში ეზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს
თარიღი : 22-04-2016, 13:51 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ბუხაიძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური პროექტს- "ეზოების კეთილმოწყობა" ახორციელებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წელს 150 ეზოს კეთილმოწყობა იგეგმება. აქედან 15 ეზო უკვე დასრულებულია. მიმდინარეობს 7-ის კეთილმოწყობა. პროექტის მთლიანი ღირებულება 2 456 000 ლარს შეადგენს. ქალაქის მერმა ავტოქარხნის მაჟორიტართან ბექა ყანჩელთან ერთად ასევე, ბუკიას ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს "მიმდემი"აწარმოებს.
"ამინდების გაუმჯობესებასთან ერთად დავიწყეთ სამუშაოები. წელს ყველაზე მასშტაბური პროექტები ხორციელდება. ქალაქში პრიორიტეტულია შიდა ეზოების კეთილმოწყობა, რომელიც თანადაფინანსების პრინციპით მიმდინარეობს. მერია ხარჯავს თანხის 90%-ს ხოლო მოსახლეობა თანხის 10%-ს,“- განაცხადა ქუთაისის მერმა.