ქუთაისში ლიტვის დელეგაცია იმყოფებოდა
თარიღი : 22-04-2016, 13:44 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში ლიტვის რამდენიმე ქალაქის დელეგაცია იმყოფებოდა. ვიზიტს გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. სტუმრებს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ უმასპინძლა. ქალაქის მერმა ლიტვის დელეგაცია მერიაში მიიღო. შეხვედრაზე ლიტვა-საქართველოს შორის კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრეს. სტუმრები ქუთაისის ტურისტული პოტენციალითაც დაინტერესდნენ. ასევე, გადაწყდა, რომ ერთობლივად მოხდება საერთაშორისო ფონდების მოძიება, რაც მომავალში ქუთაისის სხვადასხვა სფეროს განვითარებას შეუწყობს ხელს.