ერთი დღით ხელფასის დაგვიანებას ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები აპროტესტებენ
თარიღი : 25-10-2013, 13:56 | კატეგორია: ახალი ამბები

"ქუთაისში სამი ტერიოტორიული ორგანოს, 43-მდე თანამშრომელს ხელფასები არ აუღიათ. პირველად 9 წლის შემდეგ ქუთაისში დასაქმებულ ადამიანებს საფრთხე ექმნებათ, რომ ხელფასები გაეყინოთ,"-ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი თევდორაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით უქიმერიონის, ქალაქ-მუზეუმის და ნიკეას ტერიტორიულ ორგანოებში დასაქმებულებს ხელფასების აღების კონკრეტულ თარიღს ვერ ეუბნებიან.
ნიკეას ტერიტორიულ ორგანოში დასაქმებული მახო ესებუას თქმით, მათ ხელფასი გუშინ უნდა აეღოთ, თუმცა ამ დრომდე მერიაში პასუხს ვერ სცემენ, თუ როდის გაიცემა ხელფასები.
"22-დან 24-მდე ვიღებდით ხელფასებს, დღეს კი 25 ოქტომბერია. როცა მოვიკითხეთ გვითხრეს, რომ არ იციან როდის გადაგვიხდიან ხელფასებს",-ამბობს ესებუა.