Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის სოფელ სახვლარის ბედნიერება-'შუქი გვაქვს და ახლა მაინც გავიგებ ვინ არის ტაპასია'

თარიღი : 22-04-2016, 13:35 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პროექტი "იმერი-იმერეთის მუნიციპალიტეტების ერთობლივი ინიციატივა" დასრულდა. პროექტის ფარგლებში შემაჯამებელი შეხვედრა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა. პროექტი, რომელსაც "ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო-საქართველო" 14 თვის განმავლობაში ახორციელებდა, იმერეთის მუნიციპალიტეტების მოსახლეობის პრობლემების კვლევას და აღნიშნული პრობლემების თვითმმართველობებისა და მოსახლეობის ჩართულობით გადაწყვეტას ითვალისწინებდა.

"იმერის" მიმდინარეობის 14 თვის მანძილზე სხვადასხვა სახის პრობლემა იმერეთის რეგიონის 10 სოფელს მოუგვარდა. მაგალითად, თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოფელ გოგნთან დამაკავშირებელი გზა მოეწყო. საბავშვო ბაღის პრობლემა გადაიჭრა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხისათვის. რაც შეეხება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სახვლარს, აღნიშნულ სოფელში მცხოვრებ სამ ოჯახს ყველაზე მნიშვნელოვანი-ელექტროენერგიის პრობლემა მოუგვარდა.

სოფელში, სადაც მუდმივად 3 ოჯახი ცხოვრობს, ელექტროენერგია არასოდეს ყოფილა.

"სახვლარი იყო ერთადერთი გამორჩეული სოფელი, იმ 10 დასახლებიდან, რომელიც პროექტის ფარგლებში იმერეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით შეირჩა. სოფელში სულ მუდმივად 3 ოჯახი ცხოვრობს. მათი პრობლემა სპეციფიური იყო. სოფელს არასოდე ჰქონდა ელექტროენერგია და ჩვენ ადვოკატირება გავუწიეთ ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტას. ჩვენი მხრიდან ეს იყო ძალიან კარგი თანამშრომლობის მაგალითი არასამთავრობო ორგანიზაციას, ადგილობრივ ხელისუფლებას და მოქალაქეებს შორის. ასევე ადგილობრივ ხელისუფლებასა და ცენტრალურ ხელისფლებას შორის. სწორედ ამ კარგი თანამშორმლობის შედეგად შესაძლებელი გახდა, ისეთი თითქოსდა გადაუჭრელი პრობლემის მოგვარებაც კი, როგორც არის ელექტროენერგიის შეყვანა დასახლებაში, სადაც ელექტროენერგია არასდროს ყოფილა. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობას აქტიური თანამშრომლობისთვის და პროექტში ჩართულობისთვის.პროექტის ფარგლებში მოვამზადეთ სიუჟეტი,რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იყო ჩვენს მიერ მომზადებულ სიუჟეტებს შორის. სრულიად სხვა რაკურსით დაგვანახეს იქ მცხოვრებმა მოქალაქეებმა რას ნიშნავს სოფელი, სოფლად ცხოვრება და გაცილებით ღრმა თემებზე დაგვაფიქრეს. განსაკუთრებით ისეთზე, როგორიცაა სოფლებიდან მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდების მასიური მიგრაცია.," - აცხადებს ა/ო ,,ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო თვალთვაძე.

"სოფელი პატარა სახვლარი, უკვე სარგებლობს მაღალმთიანი სოფლის სტატუსით და იქ მაცხოვრებლები დამატებით შეღავათებს მიიღებენ. მნიშვნელოვანია, რომ მაღალმთიან სოფელს მიეწოდოს ელექტროენერგია, რათა იგი საერთოდ არ დაიცალოს მოსახლეობისგან. ხარაგაულის მუნიციპლიტეტმა და ა/ო ,,ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ“ ურთიერთ თანამშრომლობით ერთობლივი პროექტ ,,იმერის“ ფარგლებში მოახერხა ამ ფრიად მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა და სოფელში ელექტროენერგიის მიწოდების განხორციელება," - აცხადებს ხარაგაულის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი.



ნანახია: 3691-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამ დრომდე სოფელს საერთო მრიცხველი ჰქონდა და ადგილობრივ მცხოვრებლებს დახარჯულ ელექტროენერგიაზე მეტის გადახდა უწევდათ.
ტრენინგის თემას ქვეყნის კანონმდებლობაში ბოლო დროს მომხდარი და დაგეგმილი ცვლილებები წარმოადგენდა.
ნახშირის უთო და ლამფა კი, ყველაზე საჭირო ნივთი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების მიმდინარეობის შეფასებასაც

ამინდი