Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ქართულ, ინგლისურ და რუსულენოვანი ტურისტული დაფები განთავსდა

თარიღი : 22-04-2016, 09:50 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რამდენიმე დღეა, რაც ქუთაისში, ქალაქის ტერიტორიაზე „ლაითბოქსის“ ტიპის ცნობარები განთავსდა. ტურისტული დაფები ქუთაისის ტურისტული რუკას, ქალაქისა და რეგიონის ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაციას მოიცავს.

ქალაქის გარდა, 9 მსგავსი ლაითბოქსი ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზეც განთავსდა.

ცნობარზე ინფორმაცია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზეა მოცემული. აღნიშნული დაფები ქართველ და უცხოელ ტურისტებს მათთვის საინტერესო ადგილების მონახულებასა და ქალაქში უკეთ ორიენტირებაში დაეხმარება.

„ლაითბოქსის“ ტიპის ცნობარების განთავსება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის ხელშეწყობით მოხდა.

მარუსა ხურციძე


ნანახია: 2348-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პრეზენტაციაზე უკრაინული მედიის წარმომადგენლები და წამყვანი ტურისტული კომპანიები იყვნენ მიწვეული.
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის ტურიზმის განყოფილების
გვირილობა ქუთაისში 2 დან 7 მაისის ჩათვლით გაიმართება.
გამოფენაზე ქალაქ ქუთაისისა და მისი შემოგარენის ტურისტული პოტენციალი საგამოფენო სტენდით არის წარმოდგენილი.
აბრები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა

ამინდი