ქუთაისის მერია 'თავისუფალი საქართველოს' ლიდერს უფასო კონსულტაციებს სთავაზობს
Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერია 'თავისუფალი საქართველოს' ლიდერს უფასო კონსულტაციებს სთავაზობს

თარიღი : 21-04-2016, 19:01 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოგი წულაიას ბრალდებებს ქუთაისის მერია პასუხობს. დღეს გამართულ ბრიფინგზე წულაიამ ადგილობრივი ხელისუფლება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში დაადანაშაულა.

"გოგი წულაიას მიერ გაკეთებული განცხადება ქუთაისის მერიის მიერ რუსთაველის გამზირი #9-ში არსებული შენობის შეძენის მიზნით, 10 მლნ ლარის კრედიტის აღების შესახებ, არის სრული აბსურდი. ქუთაისის მერიამ გასული წლის ბოლოს მართლაც შეიძინა აღნიშნული შენობა შპს „პროკრედიტ ფროფერთისაგან“ 1,561 მილიონ ლარად, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია ამ შენობის რეალურ საბაზრო ღირებულებაზე, რომელიც განსაზღვრული იქნა დამოუკიდებელი აუდიტორის და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ. შენობა გათვალისწინებულია საქართველოში ყველაზე დიდი და მრავალფუნქციური ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის განთავსებისთვის, რომლის მოწყობაც დაგეგმილია ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად. ამასთან, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ, 2015 წლის დეკემბერში ჩაატარა საჯარო კონკურსი საბანკო მომსახურების შეძენის მიზნით, რომლის პირობების შესაბამისად, გამარჯვებულმა საბანკო დაწესებულებამ (სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“) ადგილობრივ ბიუჯეტში წინასწარ გადაიხადა დეპოზიტზე დასარიცხი პროცენტი 1,625 მილიონ ლარი. აღნიშნული თანხის ნაწილი კი გამოყენებული იქნა რუსთაველის გამზირი #9-ში მდებარე შენობის შესაძენად. სანამ გოგი წულაია სასაცილო მდგომარეობაში ჩაიყენებს თავს, სჯობს დოკუმენტაციას გაეცნოს ან მერიაში მობრძანდეს და უფასო კონსულტაციას გავუწევთ,"-ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, საუბარია "მირზაანის" ყოფილ შენობაზე, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება ტურიზმის საინფორმაციო ცენტრისათვის ამზადებს.


ნანახია: 956-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პარტია 'თავისუფალი საქართველო'-ს იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია ქუთაისის მერიას სისხლის სამართლის დანაშაულში
ქალაქის ცენტრალური გამზირის გადაკეტვას ოპოზიცია აანონსებს.
„თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის წარმომადგენლობა ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში სკვერში მდებარე ტურიზმის საინფორმაციო
„თავისუფალი საქართველო“-ს იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს გოგი წულაიას ქუთაისის მერიაში პასუხობენ.
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია პოლიტიკური პარტია 'თავისუფალი საქართველოს' იმერეთის ორგანიზაციის
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ დღეს, სიმბოლურად ჯიხური
იმერეთს ახალი რწმუნებული ჰყავს. აღნიშნულ პიზიციაზე პრემიერმა მამუკა ბახტაძემ შავლეგო ტაბატაძე წარადგინა.
საქართველოს პარლამენტის წევრი და წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი სოციალურ ქსელში ანგელა მერკელის ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გავრცელებულ
ბესიკ ამირანაშვილი აღნიშნულ პოსტზე პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დღეს წარადგინა.

ამინდი