საჩხერეში დასუფთავების აქცია გაიმართა
თარიღი : 21-04-2016, 16:01 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით სოფელ გორისის, მოძვისა და ჯალაურთის საავტომობილო გზის მიმდებარედ დასუფთავების აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს.
დასუფთავების აქციაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის გამგებელთან და მის მოადგილეებთან ერთად გამგეობის სამსახურების უფროსები, გამგეობის თანამშრომლები, საჩხერის მუნიციპალიტეტის ჯალაურთის და გორისის ტერიტორიული ორგანოს მაჟორიტარი დეპუტატები იღებდნენ.
დღესვე დასუფთავების აქცია გაიმართა ზვიად გამსახურდიას სახელობის ქუჩაზეც. გამგეობის თანამშრომლებმა აღნიშნული ტერიტორიაც გაწმინდეს ნარჩენებისგან.