ქუთაისის მერი: თურმე ისეთი ძლიერი ვარ, ყველა მოვისყიდე საქართველოში
თარიღი : 21-04-2016, 14:47 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე, 22-ე სხდომაზე ქუთაისის მერი შოთა მურღულია ნატო ქათამაძის განცხადებას გამოეხმაურა და შ.პ.ს ,,ანასტასიას“ მიერ მშენებარე კაფე ,,არგოს“ შესახებ ისაუბრა.
შოთა მურღულიამ საკრებულოს დეპუტატის ნატო ქათამაძის იმ განცხადებას უპასუხა, რომლის მიხედვითაც ქათამაძემ მერი სხვადასხვა პირების მოსყიდვაში დაადანაშაულა. დეპუტატმა ისიც აღნიშნა, რომ ერთადერთი პიროვნება, რომელიც მერმა ვერ მოისყიდა, თავად არის.
,,თურმე ისეთი ძლიერი ვარ, ყველა მოვისყიდე საქართველოში და თუ უმრავლესობა მოსყიდულია, ერთი რაღაში მჭირდება,“- აცხადებს მურღულია.
ქუთაისის მერის განცხადებით, გუშინ ,,ოქროს ჩარდახთან“ მიმდინარე მშენებლობის გასაპროტესტებლად ათმა არასამთავრობო ორგანიზაციამ აქცია გამართა, სადაც რვა ადამიანი შეიკრიბა.
,,იმ რვა ადამიანიდან ორზე გული მწყდება, რადგან დანარჩენებმა არ იციან საქმის ვითარება, ხოლო ის ორი ადამიანი დოკუმენტებს გაცნობილია. მიმდინარე მშენებლობა ეს არის მსუბუქი კონსტრუქცია, რომელიც მიმდინარეობს იმ პირობით, რომ ერთ კვადრატ სიმწვანესაც კი ვერ შეეხება ვერავინ. პირიქით მოუწევთ მასზე ზრუნვა. მშენებლობა კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს, სადაც წერია, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიდან 50 მეტრში არ შეიძლება მშენებლობა. ამ მიზეზის გამო მათ გაგზავნეს წერილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში, საიდანაც მშენებლობის ნებართვა მივიღეთ," - აცხადებს შოთა მურღულია.
,,ეს იყო საუკეთესო გამოსავალი. ეს იყო გაცლა და ალტერნატივა ან უნდა აშენებულიყო 6-სართულიანი სასტუმრო ,,სამი ოთარის“ ძეგლის უკან ან ეს მსუბუქი ტიპის კონსტრუქცია,“-აცხადებს მურღულია.
რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტს, მურღულიას თქმით, ამ ქმედებით ისინი არიან დაკავებული, ვინც თავის დროზე მირზაანის მშენებლობა განახორციელა.
ნათია სვანიძე