Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოში-დეპუტატები კოლეგისგან საჯარო ბოდიშს ითხოვენ

თარიღი : 21-04-2016, 14:23 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკა ლატარია, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ,,გამარჯვების" ოლქის მაჟორიტარის, ნატო ქათამაძის განცხადებას ეხმაურებიან და მისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

საკრებულოს რიგგარეშე 22-ე სხდომაზე ნიკა ლატარიამ ნატო ქათამაძის ბრალდებებს სპეციალური განცხადებით უპასუხა. ქათამაძემ ლატარია "ოქროს ჩარდახის" მიმდებარე ტერიტორიაზე კაფე "არგოს" მშენებლობით დაინტერესებაში დაადანაშაულა.

,,არ შემეძლო არ გამოვხმაურებოდი ამ უზრდელურ გამოსვლას. ეს არის პოპულისტური თემა და ქათამაძემ დღეს ჩემს კითხვებს თავი ააარიდა და დარბაზიდან გაიპარა,"- აცხადებს ლატარია.

ნიკა ლატარიამ სხდომაზე ქვითრები წარმოადგინა, რომლებიც მისივე თქმით, ადასტურებს იმას. რომ მას ხელფასი თუ დანამატი პირადი სარგებლობისთვის არ გამოუყენებია და ქველმოქმედებას მოახმარა.


ლატარიამ ასევე მოითხოვა ნატო ქათამაძისაგან, რომ მის მსგავსად წარმოადგინოს ინფორმაცია იმის შესახებ, რაში იხარჯება მის მიერ მიღებული დანამატები და ხელფასები.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კოლეგა დეპუტატის იმ ბრალდებასაც უპასუხა, რომლის თანახმადაც, ქათამაძემ ლატარია "ნაციონალური მოძრაობის" დაფინანსებაში დაადანაშაულა.

საკითხს საკრებულოს კიდევ ერთი დეპუტატი თეიმურაზ ნადირაძეც გამოეხმაურა. მისი თქმით, ნატო ქათამაძემ გუშინდელი ქმედებით თავისი თავი ღიად წარმოადგინა.

,,ნატო ქათამაძემ დაადასტუროს, რომ მოსყიდულები ვართ და სამსახურში არ მოვდივართ ან ბოდში მოუხადოს საკრებულოს წარმომადგენლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენც მივიღებთ გარკვეულ ზომებს,"- აცხადებს ნადირაძე.

ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატის გურამ ტოროშელიძე ქათამაძის ბრალდებას იმის შესახებ, რომ საკრებულოს წევრები სხდომაზე თითო ფურცლით დადიან, შემდეგნაირად პასუხობს:

,,თემებზე წინასწარ ვართ შეთანხმებული. საკითხი ათასჯერ გვაქვს განხილული. ჩვენ პოპულისტობა და ხალხის დასანახი ქმედება კი არა, საქმის კეთება გვინდა,"- აცხადებს ტოროშელიძე.

ნათია სვანიძე


ნანახია: 2490-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ლატარიას მიერ ჯგუფის დატოვება საკრებულოს დამოუკიდებელი წევრის ნატო ქათამაძის შენიშვნების საფუძველზე მოხდა.
ქუთაისის საკრებულომ დროებითი სამუშაო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა.
ქათამაძე პრემიერს მოუწოდებს, რომ ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში არსებული მდგომარეობით დაინტერესდეს, აღმოფხვრას
ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე, 22-ე სხდომაზე ქუთაისის მერი შოთა მურღულია ნატო ქათამაძის განცხადებას გამოეხმაურა და შ.პ.ს
ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე სხდომის დღის წესრიგში არსებული საკითხი დაპირისპირების მიზეზი გახდა.
ქუთაისში, ქალაქის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

ამინდი