Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ელისო ჩაფიძე - თავი ისევ ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატად წარმომიდგენია

თარიღი : 21-04-2016, 13:14 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"თუკი გადავწყვეტ საბოლოოდ პოლიტიკაში დარჩენას, რა თქმა უნდა, საკუთარი თავი წარმომიდგენია ისევ ტყიბულისა და თერჯოლის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარ დეპუტატად", - ამის შესახებ ტყიბულის მაჟორიტარმა ელისო ჩაფიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, არასოდეს აპირებს, რომ პარტია შეიცვალოს.

„მე გახლავართ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, შესაბამისად მზად ვარ ვიმუშაო და ვაკეთო ჩემი საქმე იქ, სადაც პარტიის ინტერესები მოითხოვს. თუკი ჩემი პირადი დამოკიდებულება გაინტერესებთ, მე არ ვიბრძვი არც საარჩევნო სიის პირველ ათეულში მოსახვედრად და არც ჩემი კოლეგებისთვის რაიმე ტიპის კონკურენციის გასაწევად. ყველაზე მეტად ეს მიუღებელია ჩემი ხასიათისა და ბუნებისთვის. საკუთარი თავი უფრო კარგად მაქვს წარმოდგენილი, კარგად ვიცნობ ჩემი რაიონის მოსახლეობის პრობლემებს და ამ პრობლემების გადაჭრის გზებს, ამიტომ თუკი გადავწყვეტ საბოლოოდ პოლიტიკაში დარჩენას, რა თქმა უნდა, საკუთარი თავი წარმომიდგენია ისევ ტყიბულისა და თერჯოლის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარ დეპუტატად და არა იმ ადამიანად, რომელიც საარჩევნო სიით ეცდება პარლამენტში შესვლას“, - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.

ამასთან, დეპუტატმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, შესაძლოა მინისტრების ნაწილს, მაგალითად კახი კალაძეს და დავით სერგეენკოს პოსტების დატოვება და საარჩევნო სიაში მოხვედრა შესთავაზონ. ელისო ჩაფიძის თქმით, ის მიესალმება „ისეთი დიდი პოლიტიკური წონის მქონე ადამიანების“ ყოფნას ”ქართული ოცნების” სიაში, როგორიც არის კახი კალაძე და დავით სერგეენკო.

ამასთან, დეპუტატი ვარაუდობს, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია არჩევნებამდე 40 დღით ადრე დაიდება.


ნანახია: 2346-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც ჩაფიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნულის შესახებ მას შეხვედრა ჰქონდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ
უმრავლესობის დეპუტატი კოალიციის საარჩევნო სიაზე საუბრობს.
ტყიბულის მაჯორიტარმა დეპუტატმა, ელისო ჩაფიძემ საპრეზიდენტო არჩევანი მის სოფელში, მუხურაში გააკეთა. მე-11 საარჩევნო უბანზე
ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად ნიშნიანიძემ განუცხადა.
როგორც პაატა კიკნაველიძემ განაცხადა, ქართული ოცნების მხრიდან შეთავაზება მიიღო როგორც მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენაზე, ასევე

ამინდი