Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას შეცვლის გვირილებიანი 'ზებრა' გადასასვლელები ქუთაისში და ვინ არის მისი მოხატვის იდეის ავტორი?

თარიღი : 21-04-2016, 13:08 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
ქუთაისში, გვირილებიანი "ზებრა" გადასასვლელების მოხატვის ფაქტს ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ეხმიანება. ჩანადირი წერს, რომ

"ქუთაისის მერი შოთა მურღულია ნამდვილად თანამედროვე და ინიციატივიანი მერი აღმოჩნდა და შესაბამის უწყებებს შემოქმედებითი ზებრახაზის მოსახატად მიმართა.
წუხელ, მერიის წინ გადასასვლელი გვირილებით მართლაც დამშვენდა.

ეს ყვავილი ქუთაისობასთან არის დაკავშირებული, რომელსაც გვირილობა ჰქვია და ორ მაისს აღინიშნება (ქუთაისში მე-20 საუკუნის დასაწყისში ტუბერკულოზით დაავადებულთათვის ყოველ წელს 1 რომელიმე რჩეული ქალბატონი ფულს გიმნაზიელ გოგო-ბიჭთან ერთად აგროვებდა და ქველმოქმედს გვირილას მკერდზე უბნევდა).

ორი კვირის წინათ, როცა ზებრახაზის მოხატვაზე ქუთაისის ერთ-ერთ დიდმოხელეს ვესაუბრე, ისეთი ბიუროკრატიული პასუხი გამცა, ნამდვილად არ მიფიქრია, ეს საქმე ასე იოლად თუ მოგვარდებოდა.
http://topnews.com.ge/photo/news/20160421130806.png


მოკლედ, აღმოჩნდა, რომ ქუთაისი არანაკლებ ღიაა სიახლეების მიმართ.

ამ მოხატულ გადასასვლელს ბევრის გაკეთება შეუძლია-აუცილებლად აამაღლებს როგორც ზებრახაზის, ასევე ქალაქის ცნობადობას, რადგან მის ფოტოებს უამრავი ადამიანი ინტერნეტით ავრცელებს და ნახულობს, განიხილავენ ფორუმებსა თუ მედიაში.

ეს სამუშაოები წუხელ ააიპ "სპეციალური სერვისების" თანამშრომლებმა შეასრულეს. დირექტორი გელა გაგუა ასევე ღიაა ასეთი სიახლისთვის და ამბობს, რომ ორმაისობამდე ქალაქს კიდევ 1 შემოქმედებით ზებრახაზს, მომდევნო თვეებში კი კიდევ რამდენიმეს შემატებენ. ფოტოებისთვის მადლობა ბატონ გელას, ასევე ონისე მელქაძეს.

იმედია, ქუთაისს სხვა ქალაქებიც მიბაძავენ, რადგან გზებზე უსაფრთხოება ყველასთვის მნიშვნელოვანია," - წერს გოგა ჩანადირი.


ნანახია: 5340-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'სპეციალური სერვისები'-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ორგანიზაცია ქალაქში სუფთა გარემოს შენარჩუნების
ქუთაისში, ზებრა გადასასვლელების მოხატვის პროცესი მედიის ინტერესის ობიექტად იქცა.
ქუთაისის მერი შოთა მურღულია ქალაქის მოსახლეობას 'გვირილობის' დღესასწაულს ულოცავს.

ამინდი