Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'თავისუფალი საქართველო' ქუთაისის მერიას თანხის მითვისების ბრალდებით პროკურატურაში უჩივის

თარიღი : 21-04-2016, 12:45 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
პარტია "თავისუფალი საქართველო"-ს იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია ქუთაისის მერიას სისხლის სამართლის დანაშაულში ადანაშაულებს.

წულაიას თქმით, საქმე ეხება რუსთაველის გამზირზე მდებარე "მირზაანის" ყოფილ შენობას. როგორც გოგი წულაია ამბობს, ქალაქის მერიამ განაცხადა, რომ VTB ბანკმა ეს შენობა მათ აჩუქა, თუმცა როგორც ოპოზციური პარტიის წარმომადგენელი განმარტავს, მის ხელთ არსებულ დოკუმენტებში ჩანს, რომ მერიას მასში ფული აქვს გადახდილი და მოგვიანებით შენობა იპოთეკითაც აქვს დატვირთული. წულაიას თქმით, აღნიშნული სისხლის სამართლის დანაშაულია, რადგან მერიის მხრიდან თანხის მითვისება მოხდა.

"შარშან, მაისის თვეში 6 მილიონის ოდენობით კრედიტი აიღო მერიამ და გვეუბნებოდა, რომ ეს სჭირდებოდა ტურისტული ცენტრის ასაშენებლად და საჯარო ბიბლიოთეკის გასაკეთებლად, თუმცა მსგავსი რამ არ გაკეთებულა. მოგვიანებით მერიამ დაანონსა, რომ ეს შენობა VTB ბანკმა მათ აჩუქა, მაგრამ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, მერიის ბრძანებით ბიუჯეტიდან გამოიყო 650 000 დოლარი, რომ შენობა შეესყიდათ, რათა აეშენებინათ ტურისტული ცენტრი. ყიდვიდან ერთ თვეც არ იყო გასული, რომ იმავე ბანკში დატვირთეს იპოთეკით და აიღეს კრედიტი 70 000 ლარი. ანუ 2 მილიონად ნაყიდი შენობა ჩადეს 70 000 ლარად და თქვეს, რომ ამითი გავისტუმრებთ ანგარიშების მომსახურეობასო. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ამიტომ, აქედან მივდივართ პროკურატურაში, რათა შევიტანოთ განცხადება და დაიწყოს გამოძიება. დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც ამდენი ლარი ჯიბეებში ჩაიდო,"-განაცხადა პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ.

ქუთაისის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი ქონების შეძენის პროცესს განმარტავს და აცხადებს, რომ შენობის იპოთეკით დატვირთვა ბანკის მხრიდან გარანტიის საჭიროების გამო მოხდა.

"გასული წლის ბოლო მერიამ შენობა შეიძინა 1 561 000 ლარად, თუმცა აღნიშნული შენობის შეძენისას საბირჟო თანხები ჩვენ პრაქტიკულად არ გაგვიხარჯია. ჩვენ გამოვაცხადეთ საბანკო მომსახურებაზე კონკურსი. გამარჯვებულ ბანკს ჰქონდა ვალდებულება, რომ საბანკო მომსახურების პროცენტი წინასწარ გადაეხადა მერიისათვის. ამ შემთხვევაში VTB ბანკმა წინასწარ გადაგვიხადა პროცენტი, რომლის საფუძველზე მოხდა ამ შენობის შეძენა. რაც შეეხება იპოთეკით დატვირთვას, იმისათვის რომ უზრუნველყოფილი იქნეს 5 წლის განმავლობაში ხელშეკრულების არსებობა ბანკთან, მას უნდა ამის გარანტია. აღნიშნული იპოთეკა არის იმის გარანტია, რომ ხელშეკრულება ბანკთან იქნება კონკურსით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში,"- აცხადებს პაატა კლდიაშვილი.

მარუსა ხურციძე


ნანახია: 2284-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პარტია 'თავისუფალი საქართველოს' იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოგი წულაიას ბრალდებებს ქუთაისის მერია პასუხობს.
"თავისუფალი საქართველო"-ს იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ ქუთაისში, ყოფილი სამხატვრო სკოლის შენობაში ბრიფინგი
'თავისუფალი საქართველო' მერიას მორიგ ბრალდებებს უყენებს.
დაპირისპირება ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიასა და ქუთაისის მერიას შორის.
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია პოლიტიკური პარტია 'თავისუფალი საქართველოს' იმერეთის ორგანიზაციის

ამინდი