ვანის სოფელში სოციალურად დაუცველ ოჯახს ტექნიკა და საკვები პროდუქტები გადასცეს
თარიღი : 21-04-2016, 12:33 | კატეგორია: ახალი ამბები

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა გორაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ გურგენიძეების ოჯახს ჯანდაცვის სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაცია “world vision”–ის წარმომადგენლებმა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, საკვები პროდუქტები და პირადი ჰიგიენის საშუალებები გადასცეს.

ოჯახის დიასხლისს მანანა გურგენიძეს ოთხი წლის წინ გადატანილი ინსულტის გამო, მეტყველების და მოძრაობის უნარი აქვს დაკარგული. მანანა გურგენიძეს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი აქვს და სხვა პროგრამებთან ერთად „პირველი ჯგუფის ინვალიდებისთვის განკუთვნილი მუნიციპალური პროგრამით“ სარგებლობს, რომელიც ყოველწლიურად ერთჯერად ფულად დახმარებას ითვალისწინებს.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ვანის რაიონული განყოფილების შუამდგომლობის საფუძველზე,ჯანდაცვის სამინისტროს „სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ,კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვე-პროგრამის ფარგლებში, გურგენიძეების ოჯახს სარეცხის მანქანა და საკვები პროდუქტები გადაეცა.
ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციამ “world vision” აღნიშნული ოჯახი პირადი მოხმარების ნივთებით და ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყო.