შსს-მ ხონის სოფელ ახალშენიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
თარიღი : 25-10-2013, 12:28 | კატეგორია: სამართალი

სამართალდამცავებმა ხონის რაიონის სოფელ ახალშენში ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, ტრისტან ო-ს საცხოვრებელ სახლში რევოლვერის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და 5 საბრძოლო ვაზნა აღმოჩნდა. ექსპერტიზის დასკვნით ამორებული იარაღი სასროლად ვარგისია. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.