Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სოფლების დამაკავშირებელი გზებისა და ეზოების კეთილმოწყობა-სამუშაოები ჭიათურაში

თარიღი : 21-04-2016, 12:16 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან მახათაძემ საგზაო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
http://topnews.com.ge/photo/news/20160421121522.png


ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში ჭიათურა–ზოდის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის მოასფალტება მიმდინარეობს. რეაბილიტაცია გზის 3 კილომეტრზე მეტ მონაკვეთს ჩაუტარდება, აღნიშნული საავტომობილო გზით ხუთი სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს. პროექტი გარდამავალია და მისი ღირებულებაა 979 674 ლარს შეადგენს.

ჭიათურის მუნიციპალიტეტში ასევე, მემორიალი-რგანი-ხრეითის საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოები ხორციელდება. ასფალტის საფარი 2 კილომეტრსა და 600 მეტრის მონაკვეთზე დაიგება. პროექტი 789 565 ლარით არის დაფინანსებული.

ჭიათურაში შიდა ეზოების მოასფალტების პროცესიც მიმდინარეობს. მოასფალტდება ფრანგიშვილის ქუჩა, სადაც გზის რეაბილიტაცია 70–იანი წლების შემდეგ აღარ მომხდარა. აღნიშნული პროექტის ღირებულებაა 336 998 ლარია.

ჭიათურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე სულ 2 929 617 ლარი დაიხარჯება. რეაბილიტირდება ქალაქის 20 გზა და მოწესრიგდება შიდა ეზოები, დაგეგმილია 14 სოფლის საუბნო გზის მობეტონება.


ნანახია: 2377-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მიმდინარე სამუშაოები ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან მახათაძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან და შესაბამისი სამსახურის
აღნიშნული გზის შეკეთებას,რომელიც 8 სოფლის მოსახლეობას ემსახურება, ჭიათურაში ათეული წლების განმავლობაში ელოდნენ.
ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერმა პაატა ნადირაძემ სოფელ ხრეითში განაცხადა, სადაც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

ამინდი