Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'სტუმრად ექიმებთან',-პროექტი წერეთლის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

თარიღი : 20-04-2016, 20:25 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
,,სტუმრად ექიმებთან“- ახალი პროექტის პრეზენტაცია და პირველი ეტაპი მოეწყო დიმიტრი ნაზარიშვილის სახლ-მუზეუმში. აღნიშნული პროექტი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების ინიციატივით ხორციელდება.

პროექტის მთავარ მიზანს უნივერსიტეტის ფარგლებს გარეთ სტუდენტური ცხოვრების გააქტიურება წარმოადგენს. პროექტის ფარგლებში სტუდენტები წარმატებულ ექიმებსა და სხვა პროფესიის წარმომადგენლებს არაფორმალურ გარემოში შეხვდებიან.

,,იმედი მაქვს, ეს შეხვედრები უფრო ხშირი იქნება და სტუდენტების ჩართვას ფაკულტეტის მართვის პროცესში ხელს შეუწყობს. ამასთანავე, სასწავლო პროგრამით განხორციელებული აქტივობების გარდა, სტუდენტებს სჭირდებათ ისეთი ღონისძიებები, რომლებიც მათ სულიერებას გაამდიდრებს,“-აცხადებს აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ირინა ფხაკაძე.

პროექტის პირველი სტუმარი, სტუდენტებისვე არჩევანით ექიმი დოდო შელია იყო, რომლის სახელსაც უკავშირდება სასწავლებელში მედიცინის ფაკულტეტის დაარსება.

"მსგავსი ტიპის შეხვედრები სტუდენტებისათვის უმნიშვნელოვანესია. სიმბოლურია, რომ პირველი შევედრა კულტურის ამ კერაზე განხორციელდა. მათ ასევე უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია იმ დიდი პიროვნების მოღვაწეობის შესახებ, როგორიც დიმიტრი ნაზარიშვილია,“- აცხადებს ექიმი დოდო შელია.

სტუდენტებმა მოწვეული სტუმრის რეკომენდაციები მოისმინეს და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხებიც მიიღეს.

პროექტის ორგანიზატორების განცხადებით, სტუდენტების დაინტერესების შემთხვევაში, პროექტის მასშტაბების გაზრდა იგეგმება.

ნათის სვანიძე


ნანახია: 1469-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ტრენინგს სასწავლებლის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
საჯარო ლექცია ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტების მიერ იყო ორგანიზებული.
აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის რექტორი აცხადებს, რომ ჯარიმა სამართლიანია, რადგან უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციამ სტუდენტების
ფუტურიძის დახმარება შოთა მურღულიას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საჯარო მმართველობის ფაკულტეტის პირველი კურსის
აღნიშნული პროექტის მიზანს სტუდენტთა ადვოკატირების ხელშეწყობა წარმოადგენს.
აღნიშნული რეგულაცია ნოემბრიდან მხოლოდ კომერციულ ბანკებს, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან კი ყველა სესხის გამცემ სუბიექტს შეეხება.
იმერეთის გუბერნატორს სამი მოადგილე ეყოლება.
ბავშვები კლინიკაში იგივე სიმპტომებით მოხვდნენ, რაც წინა შემთხვევებში.

ამინდი