ავარიას გადარჩენილი გერმანული ნაგაზი დედის გარეშე დარჩენილ ლეკვებს ზრდის
თარიღი : 20-04-2016, 18:58 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა

ქუთაისის მერიის ა(ა)იპ "სპეციალური სერვისების" მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის ვეტერინარებმა გერმანული ნაგაზი სიკვდილს გადაარჩინეს. სიკვდილს გადარჩენილი შინაური ცხოველი თავშესაფარში იმყოფება და თავად ზრუნავს ზრუნვის საჭიროების მქონე სხვა ცხოველებზე.

"ათი დღის წინ, გვიან ღამით, წვიმიან ამინდში, მოსახლეობის შეტყობინების საფუძველზე, ჭავჭავაძის გამზირზე, ბანკ "რესპუბლიკის" წინ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, უმძიმესი მდგომარეობით თავშესაფარში გერმანული ჯიშის ნაგაზი გადმოვიყვანეთ. სასიცოცხლო ფუნქციების არ ქონის მიუხედავად, მასზე დაკვირვება და გადაუდებელი მკურნალობა თავშესაფრის ვეტერინარებმა იმავე ღამით დაიწყეს. ექიმების დაუყოვნებლივმა რეაგირებამ შედეგი გამოიღო. შინაურ ცხოველს ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია, დაუმუშავდა ჭრილობები, მოტეხილი კიდურები ჩაისვა თაბაშირში. მეძუძური ძაღლის მდგომარეობა დღეისათვის დამაკმაყოფილებელია. დედის ინსტიქტით აღჭურვილი გერმანული ნაგაზი დღეს თავშესაფარში დედის გარეშე დარჩენილ ლეკვებს რძით კვებავს და მზრუნველობას უწევს," - აცხადებენ ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში.