2200 ახალი ხე ქუთაისში
თარიღი : 20-04-2016, 16:29 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის მერიისა და რეგიონული სატყეო მეურნეობის ერთობლივი ინიციატივით 2200 წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე დაირგო.
წიწვოვანი და ფოთლოვანი ხეები ქალაქის მახლობლად, „მუხნარის“ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ტყეში დაირგო.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აქციაში ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საკრებულოს დეპუტატები, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია და სკოლის მოსწავლეები იყვნენ ჩართულები.
„ გამწვანების აქციების მოწყობა და მასში ახალგაზრდების ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია, მომავალშიც ვგეგმავთ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს“- განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.